მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს სრული პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს - 25 მაისი 2014

თამარ ჟვანია განცხადებას ავრცელებს

myrights.ge

რუსთავში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია მიმართავს ყველა საარჩევნო სუბიექტს და მათ მხარდამჭერებს თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისგან, რომელიც შეიცავს საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის მცდელობას:

მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სუბიექტებმა არ განახორციელონ ისეთი ქმედებები, რომელიც  დააზიანებს საარჩევნო გარემოს და თავისუფალ, კონკურენტულ პირობებში საარჩევნო კამპანიის წარმოებას.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება ჩვენი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

ცესკოს თავმჯდომარე მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს სრული პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ პროცესის მიმდინარეობას და უზრუნველყონ აღნიშნული მიზნის ეფექტური განხორციელება, – ნათქვამია განცხადებაში

შეწგახსენებთ, რომ რუსთავშიქართული ოცნებისდანაციონალური მოძრაობისწარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება იმ დროს მოხდა , როდესაცნაცმოძრაობისრუსთავის მერობის კანდიდატს მამუკა ჩიქოვანს ბრიფინგი უნდა გაემართა და შეჩერებულ პროექტებზე ესაუბრა.

მანამდეერთიანი ნაციონალური მოძრაობისრუსთავის ოფისთანქართული ოცნებისახალგაზრდული ფრთის წევრები მივიდნენ. ისინი სკანდირებდნენ - მკვლელები, ცოცხები.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, რომელიც დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდა.

აღნიშნულს „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატი გამოეხმაურა, დავით ჯიქიას განცხადებით, ის პროვოკაციებს არ ემხრობა და მსგავსი შემთხვევები არ უნდა მოხდეს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია