მამუკა აჩბას ბლოგი
აფხაზეთში ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რადიკალური ოპოზიციის გააქტიურება და მთავრობის შესაძლო სრული ცვლილება, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დიდი ხანია მზადდება.
ქართველი ექსპერტების ,,წინასწარმეტყველება“ , რომ თითქოს, ხელისუფლებაში ვერა და ვერ მოვიდა ის ძალა, რომელიც იქნება აბსოლუტურად კონტროლირებადი მოსკოვიდან (რომლის გარანტორი, ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯინბა გახდება), არის სრული აბსურდი...
რადგან, უპირველეს ყოვლისა გასაანალეზაებელია თუ რა ძალას ეყრდნობა ხაჯიმბა და რა ადამიანური რესურსი გააჩნია ხელისუფლებაში მოსასვლელად; ამის ნათელ მაგალითს თუნდაც იმ ხალხის რაოდენობა იძლევა, რომლებიც ყოველდღიურად საპროტესტო აქციებზე გამოდიან, ხოლო რუსულ ფაქტორს თუკი გადავავლებთ თვალს, მაშინ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ როგორც დე ფაქტო პრეზიდენტ ანქვაბს, ასევე, ოპოზიციის ლიდერ რაულ ხაჯიმბას მოსკოვში საკმაოდ სერიოზული და ძლიერი დასაყრდენი გააჩნია; თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხაჯინბა რუსული პოლიტიკის გამტარებელი გახდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, რადგან, სავარაუდოდ, ხაჯიმბა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, უგულვებელყოფს რუსულ ფაქტორს და მთელი ძალისხმევით დაიწყებს ეროვნული ინტერესების წინ წამოწევას, რაშიც ომის ვეტერანთა დიდ მხარდაჭრას დაიმსახურებს და რაც საწყის ეტაპზე აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვერები ქართველი მოსახლეობისთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი გახდება.
ასეთი ანალიზის გაკეთების საფუძველს გვაძლევს ის გარემოება, რომ უკვე აშკარად იგრძნობა უაროფითი დამოკიდებულება, როგორც რუსული მმართველობის წინააღმდეგ, ასევე უარყოფითი დამოკიდებულება ახლო აღმოსავლეთიდან დაბრუნებლი მოჰაჯირთა შთამომავლებისადმი, რომლებიც მრავლად არიან ჩასახლებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. ეს უკმაყოფილება ნათლად ჩანს, როგორც უხუცეს, ასევე გავლენიან აფხაზთა წრეებში.