მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს - 31 მაისი 2014

myrights.ge

საქართველოს სახალხო დამცველმა სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაოპერატიულსამძებრო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის იმ დებულებების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკურ ხაზებთან, მაილსერვერებთან, კავშირგაბმულობის ქსელებთან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებთან მუდმივი მიერთების, აგრეთვე სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსება-მონტაჟის და კავშირგაბმულობის არხში არსებულ მონაცემთა ბანკების კოპირების შესაძლებლობას აძლევს.

კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელით, საქართველოს სახალხო დამცველიოპერატიულსამძებრო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის მე–14 მუხლისქვეპუნქტის პირველი წინადადების და მეორე წინადადების სიტყვების – „აღნიშნული მიერთების შედეგად...“, ასევექვეპუნქტის პირველი წინადადების არაკონსტიტუციურობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საკონსტიტუციო სარჩელის მიხედვით, „ოპერატიულსამძებრო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის მე–14 მუხლისდაქვეპუნქტები პირდაპირ ზემოქმედებენ კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიღებაგადაცემის ისეთ სფეროებზე, რომელიც უშუალოდ არის დაცული საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველი პუნქტით (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება).

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ .. „მუდმივი მიერთება“, სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მონტაჟი და საინფორმაციო ბანკების კოპირების შეუზღუდავი უფლება გულისხმობს იმის შესაძლებლობას, რომ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს გააჩნიათ კონსტიტუციურსამართლებრივი რეგულირებისა და დაცვის სივრციდან გასული და შეუზღუდავი უფლება, მუდმივად მიუწვდებოდეთ ხელი კომუნიკაციის და პირადი მონაცემების დაცულ სფეროზე, ანუ, პირადი მონაცემების შემცველ ინფორმაციაზე და ახორციელებენ მის მუდმივ მონიტორინგს, ვინაიდან კანონი არ ითვალისწინებს რაიმე სახის კონტროლის ან ამ ძალაუფლების შეზღუდვის მექანიზმს.

სარჩელის დასაბუთების მიხედვით, სადავო ნორმით დაცული არ არის ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვისადმი კონსტიტუციით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ, „ოპერატიულსამძებრო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის მე–14 მუხლის სადავო დებულებებიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული ოპერატიულსამძებრო ღონისძიებები არ საჭიროებს სასამართლოს სანქციას. კანონი ასევე, არ უთითებს ოპერატიული ორგანოების მიერ ზემოაღნიშნული უფლებამოსილებების მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის რეჟიმში გამოყენების თაობაზე, რაც სახალხო დამცველის აზრით, წარმოადგენს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველ პუნქტთან.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პარლამენტის ძალისხმევას, ახლებურად დაარეგულიროს ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული დებულებები. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია