მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ თელავის მერობის კანდიდატს თავს დაესხნენ - 04 ივნისი 2014

myrights.ge

„არასაპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ 4 ივნისს თელავში ოფისიდან გამოსვლისას თავს დაესხნენ ბლოკის მერობის კანდიდატს, გიორგი მოსიაშვილს. თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც მოსიაშვილი ავტომობილში ჩაჯდა.

ამ დროს მას მიუახლოვდა პიროვნება, რომელიც ყელის გამოჭრით დაემუქრა და დანა მოიმარჯვა. საბედნიეროდ, მოსიაშვილის მეგობარმა, რომელიც საჭესთან იჯდა მოასწრო მანქანის დაძვრა და თავდამსხმელს არ მიეცა ჩანაფიქრის განხორციელების საშუალება.

თავდამსხმელმა გიორგი მოსიაშვილს უთხრა მიზეზი, რის გამოც მისთვისყელი უნდა გამოეჭრა“. ეს მიზეზია მოსიაშვილის გუშინდელი განცხადება, სადაც მან ბიზნესმენი შოთა დემინაშვილი, რომელიცქართული ოცნებისაქტიური მხარდამჭერი და დამფინანსებელიამონოპოლიურ ბიზნეს-საქმიანობაში დაადანაშაულა და პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, აღკვეთოს თელავში მონოპოლიები.

არასაპარლამენტო ოპოზიციადაუყოვნებლივ მოითხოვს საქმის გამოძიებას, თავდამსხმელის დასჯას, დამკვეთთა დადგენას და გიორგი მოსიაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ინფრომაციას, „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ კანდიდატზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ბლოკი ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას მიაწვდის“, – ნათქვამია ოპოზიციური ბლოკის განცხადებაში.  

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია