რევაზ რიჟამაძე: ღარიბაშვილის, მღებრიშვილისა და ჯიქიას განცხადებები ტენდერის შედეგების გაუქმდებზე სიცრუე აღმოჩნდა
myrights.ge
რუსთაველი მძღოლების პრობლემაზე მომუშავე მერობის კანდიდატი ლეიბორისტული პარტიიდან რევაზ რიჟამაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
– ბატონების ღარიბაშვილის, მღებრიშვილის და ჯიქიას 04 მაისის განცხადებები (რაც მძღოლ ვეფხია გოგილაშვილის თვითმკვლელობას მოჰყვა), რომ თუკი ,,ინტერ ტრანსი" 25 მაისამდე ვერ დაასაქმებდა რუსთავის მძღოლებს, ტენდერის შედეგები გაუქმდებოდა და ,,ინტერ ტრანსს" ნებართვა ჩამოერთმეოდა – ისეთივე სიცრუე აღმოჩნდა, როგორც ბატონი ჯიქიას დაპირება, რომ ტენდერს არ გამოაცხადებდა. აღარ ჩანს არც ღარიბაშვილი, არც მღებრიშვილი და ჯიქია, ისინი საგულდაგულოდ ემალებიან ამ თემას;
ამით დამატებით გამოიკვეთა ღარიბაშვილის დაინტერესება ,,ინტერ ტრანსის" სასარგებლოდ, რაც კიდევ უფრო გამყარდა იმ ფაქტით, რომ პრემიერ–მინისტრის სიმამრის დისშვილი – ზვიად ჯანყარაშვილი (შსს გენ. ინსპექციის უფროსი) სამშენებლო კომპანია შპს ,,სითი"–ში ზაზა ლომიძის, ,,ინტერ ტრანსის" დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის ბიზნეს პარტნიორი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, კიდევ ერთ მსხვერპლს ელოდებიან მძღოლების მხრიდან, 2 ადამიანის სიკვდილი არაფრად მიაჩნიათ! ამიტომ ვუწოდე ბატონ ჯიქიას ,,კანიბალი" .
,,ინტერ ტრანსმა" დღემდე არც ერთ მძღოლს არათუ არ გაუფორმა შრომითი ხელშეკრულება, არამედ არ შეუსრულებია მგზავრების უსაფრთხო მომსახურების არც ერთი ტექნიკური პირობა, რას გამოც ყვითელ მიკროავტობუსებთნ დაკავშირებით 7 მძიმე საგზაო ავარია მოხდა, მათ შორის, ბოლო ავარიის შედეგად დაზარალებული მგზავრები და მძღოლი დღემდე საავადმყოფოში იმყოფებიან და ებრძვიან სიკვდილს.
რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ ,,ინტერ ტრანსის" მიმართ გადაწყვეტილებას ივნისის ბოლომდე მიიღებენ, ანუ ელოდებიან არჩევნების დამთავრებას, თავიანთი ჭკუით გაყალბების გზით მოგებას და შემდეგ, როგორც მერიაში ერთმანეთს ეუბნებიან – მერე კი ამ მძღოლებს დედას უტირებენ! მათ მგონი დაავიწყდათ, რომ მძღოლების პროტესტი 2013 წელს დაიწყო, როცა არჩევნები საერთოდ არავის ახსოვდა. ასევე გაგრძელდება არჩევნების შემდეგ, თუკი კანონიერება არ აღდგება, ვინც არ უნდა მოვიდეს თვითმმართველობაში (ეს მეც მეხება).
მერიისგან მოვითხოვთ, მძღოლები ჩააბან ,,ინტერ ტრანსის" მიმართ წარმოებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში, კონკურსის პირობების შესრულების შეფასების მხრივ, როგორც დაინტერესებული პირები, რასაც ავალდებულებს კიდეც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; თუკი ამას არ გააკეთებს მერია, თავად შევალთ მერიაში და დავესწრებით შესაბამისი კომისიის სხდომას, რისი კონსტიტუციური უფლებას გაგვაჩნია!
რა თქმა უნდა, მერიას სურს რამენაირად მაინც გაუგრძელოს ვადა ,,ინტერ ტრანსს", რასაც არჩევნებამდე ვერ ახერხებს (ანტიპიარის აგორების შიშით), ხოლო შემდეგ, თუ ამის საშულება მივეცით, აუცილებლად გააკეთებს, რის შემდეგაც დაიწყება, მძღოლთა გაათმაგებული დაჭერები, დაშინებები და იძულება – ხელი მოაწერონ „ინტერ–ტრანსის" ნებისმიერ შემოთავაზებას, რასაც დღემდე ჰქონდა კიდეც ადგილი (სტილი დაცულია.რედ).
შეგახსენებთ, რომ ბევრი დაპირების მიუხედავად, რუსთაველი მძღოლების პრობლემა დღემდე გადაუჭრელი რჩება.
რუსთავის მერის მოვალობის შემსრულებელმა, გიორგი ტაბატაძემ განაცხადა, რომ კომპანია „ინტერტრანსს“ვალდებულებების შესრულების დრო 25 მაისს ამოეწურა. მისივე თქმით, მერიის შესაბამისი სამსახური შეისწავლის აღნიშნულ საკითხს და უახლოეს ხანში დადებს დასკვნას – შეასრულა, თუ არა აღებული ვალდებულებები კომპანიამ.