მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ირაკლი ღარიბაშვილი: მივმართავ ყველა პოლიტიკურ ძალას, არ შემოიტანონ რაიმე სახის არეულობა საარჩევნო კამპანიის დროს - 06 ივნისი 2014

myrights.ge

მარნეულის საარჩევნო ოლქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მთავრობის პრესსამსახური პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს ავრცელებს: „მინდა გამოვეხმაურო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე განხორციელებულ პირდაპირ ზეწოლას და საოლქო კომისიის შენობის შტურმით აღების მცდელობას. ეს ფაქტი ჩვენს ქვეყანაში ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაუშვებელია. ასეთი რამ შეიძლებახდებოდა ყოფილი ხელისუფლების დროს, ყოფილი ხელისუფლების მიერ, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ“.

ირაკლი ღარიბაშვილი მომხდარს კომისიის თავმჯდომარეზე პირდაპირ ზეწოლად აფასებს და აღმაშფოთებელს უწოდებს.

მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა მინისტრს და მთავარ პროკურორს მიმართა, პირადად გააკონტროლონ აღნიშნული საქმის გამოძიების ყველა დეტალი და დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისაჯონ.

ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განვაცხადეთ, რომ არ დავუშვებდით გაუმჭვირვალე საარჩევნო გარემოს საქართველოში. გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო უნიკალური და უპრეცენდენტო რეგიონში და ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ იგივე პირობებში ჩავატაროთ მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, თუნდაც ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რამდენიმე კვირით ადრე ხდება, „ნაციონალური მოძრაობისმხრიდან ხელოვნური პროვოკაციის მოწყობის მცდელობაზე მიუთითებს.

მინდა მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას, მაქსიმალურად თავი შეიკავონ და არ შემოიტანონ რაიმე სახის არეულობა საარჩევნო კამპანიის დროს. ეს არის ძალიან პრინციპული საქმე ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს არ ეხება რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ეს ეხება ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას“, - აღნიშნა პრემიერმა

მარნეულის საარჩევნო ოლქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ამის შესახებ ცესკო- მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ცესკო-ში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში უხეში ჩარევა ნებისმიერი პოლიტიკური მხარისა თუ საარჩევნო სუბიექტის მხრიდან დაუშვებელია.

საარჩევნო ბლოკისერთიანი ნაციონალური მოძრაობაწარმომადგენლების მიერ მარნეულის საარჩევნო ოლქში განხორციელებული ქმედებები სცილდება კანონმდებლობით საარჩევნო სუბიექტებზე მინიჭებულ უფლებამოსილებებს და აღიქმება გადაწყვეტილების მიღებაზე ზემოქმედებად. მოვუწოდებთ ყველა საარჩევნო სუბიექტს და პოლიტიკურ ძალას, არ განახორციელონ ისეთი სახის ქმედება, რომელიც შეიცავს საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლის ნიშნებს და იმოქმედონ მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში, კანონმდებლობის შესაბამისად“, - ნათქვამია ცესკო- მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებისაერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოდასამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) წინასაარჩევნოდ მომხდარ რამდენიმე ფაქტს ეხმაურებიან.

გვსურს გამოვეხმაუროთ უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია საარჩევნო პროცესებთან. პირველ რიგში, დადებითად ვაფასებთ ვიცეპრემიერ კახა კალაძის ინიციატივას საარჩევნო სიებში კანდიდატთა სავალდებულო მინიმალური რაოდენობის გაუქმებასთან დაკავშირებით და ცესკოს დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, თუ პარტიულ სიაში სააარჩევნო სუბიექტს კანონით დადგენილ მინიმალურ რაოდენაზე ნაკლები კანდიდატი ეყოლება, პარტიული სია მხოლოდ გარკვეული გამონაკლისების დროს გაუქმდება. ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის სიები არ იქნება მოხსნილი და მათ საშუალება მიეცათ კონკრეტულ ოლქებში არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებითაც, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და მათი წარმომადგენლის მიერ ვრცელდებოდა ინფორმაცია კონკრეტულ კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ. სამწუხაროა, რომ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს დღემდე არ მოუხდენიათ ადეკვატური რეაგირება და ამ ფაქტებზე გამოძიება ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი პრობლემური საკითხი მარნეულში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, კერძოდ, კი საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებასერთიანი ნაციონალური მოძრაობისგამგებლობის კანდიდატის, აკმამედ იმამყულიევის ქვეყანაში ცხოვრების ცენზის დაუკმაყოფილებლობის გამო რეგისტრაციიდან შესაძლო მოხსნის შესახებ. ამ ფაქტსერთიანი ნაციონალური მოძრაობისლიდერების საოლქო საარჩევნო კომისიაში გასაპროტესტებლად მისვლა და კომისიის თავმჯდომარესთან სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

უარყოფითად ვაფასებთერთიანი ნაციონალური მოძრაობისლიდერების მიერ კომისიის შენობაში შეჭრას და კომისიის თავმჯდომარეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. მიუხედავად იმისა, მისაღები გადაწყვეტილება მიიღო თუ არა კომისიამ, დაუშვებელია პარტიების ლიდერებისა და მათი მომხრეების ასეთი აგრესიული ქმედებები.

მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისგან, რამაც წინასაარჩევნო პერიოდში მეტი დაძაბულობა შეიძლება გამოიწვიოს. თავის მხრივ, მნიშვნელოვანია საგამოძიებო ორგანოებმა უმოკლეს ვადებში გამოიძიონ კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტები. ასევე, მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაცია იყოს თანმიმდევრული და ყოველი მათი გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს კანონის მოთხოვნებს და მიზნად ისახავდეს პარტიებისთვის თანასწორი შესაძლებლობების შექმნას“, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომნაციონალურმა მოძრაობამმარნეულში პარტიის გამგებლობის კანდიდატზე ზეწოლასთან დაკავშირებით დღეს უწყებათაშორის კომისიას მიმართა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ფოთსა და რუსთავში კოალიცია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციამ არც კი განიხილა საჩივარი, რომელიც ამ ორი პიროვნების საქართველოში ცხოვრების საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების საკითხს ეხებოდა. ამ ფონზე მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატის, აკმამედ იმამყულიევის მიმართ ანალოგიური საქმის წარმართვას აშკარად პოლიტიკური სარჩული აქვს და საარჩევნო კანონმდებლობის შერჩევითად ინტერპრეტაციის მაგალითს წარმოადგენს.

იხილეთ ვიდეობმულები:

http://www.youtube.com/watch?v=VtWEzoRMEfc

http://www.youtube.com/watch?v=7tUAzdmi_DY

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია