მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის ოფისში შეჭრილი „ქართული ოცნების“ აქტივისტების სიას აქვეყნებს - 07 ივნისი 2014

„ქართული ოცნება“: მომხდარი დაპირისპირების ორგანიზატორები  „ქართული ოცნების“  წევრები არ ყოფილან

myrights.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობაზუგდიდის ოფისში შეჭრილი "ქართული ოცნების" აქტივისტების სიას აქვეყნებს. ამასთან დაკავშირებით პარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს მთავრობა ჩვეულ სტილში ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ამტკიცებს რომ , "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის შტაბში შეჭრის მცდელობასთან მას საერთო არაფერი აქვს. მთავრობის სიტყვა და საქმე ამ, ისევე როგორც მრავალ სხვა შემთხვევაში, საპირისპიროა. მთავრობის სასოწარკვეთა ლოგიკური, თუმცა უგუნურია - 15 ივნისის არჩევნებში მარცხის თავიდან ასაცილებლად, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახდინა "ქართული ოცნების" ადგილობრივი აქტივისტების, ლიდერებისა და საჯარო მოხელეთა იდენტიფიცირება რომლებმაც დღეს სცადეს ჩვენს ოფისში შეჭრა და მიმართეს ძალადობას. მათ ფიზიკური შეურაცხყოფა და სხეულის მსუბუქი დაზიანება სახის არეში მიაყენეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატს სალომე მაქაცარიას. "ქართული ოცნების" აქტივისტები ასევე ისროდნენ ქვებს და ცდილობდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის შტაბის საქმიანობისთვის ხელის შეშლას.

დარბევაში აქტიურობდნენ: ედემი კეკუტია - სოფ. ჩხორიის გამგებელი, საშა მალანია - ზუგდიდის ფოსტის უფროსის მოადგილე, მანუჩარ მალანია - "ქართული ოცნების" აქტივისტი, მალხაზ მალანია - "ქართული ოცნების" აქტივისტი, მარიამ აბსალავა -"ქართული ოცნების" აქტივისტი, ლევან კუკავა - "ქართული ოცნების" აქტივისტი, ნანა წითლიძე - რაიონული საავადმყოფოს ექიმი, თენგო აბულაძე - "ქართული ოცნების" აქტივისტი, გოგა ღადუა - "ქართული ოცნების" აქტივისტი, მიშა ჯანაშია - "ქართული ოცნების" აქტივისტი, დავით სორდია - რეგიონული ფოსტის უფროსი, მურად ლაგვილავა - "ქართული ოცნების" აქტივისტი, ზურაბ გოგსანია - "ქართული ოცნების" აქტივისტი, ზაზა ზარანდია - "ქართული ოცნების" აქტივისტი, ბექა ჯიქია - "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, გიგა სიჭინავა - "ქართული ოცნების" აქტივისტი, ზურაბ კოზუა - სოფ. ახალსოფლის გამგეობის თანამშრომელი, გიორგი სალია - ზუგდიდის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი, მალხაზ მესხია - "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, მურთაზ ჩიქავა - სამხედრო აღრიცხვის განყოფილება.

ამ ადამიანების მხრიდან კოორდინირებული და ძალადობრივი შემოტევის განხორციელება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისზე მთავრობის უმაღლესი ეშელონების მითითების გარეშე წარმოუდგენელია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს აღვირახსნილი ზეწოლის კამპანია პოლიტიკურ ოპონენტებზე და ჩაებას თანაბარ პოლიტიკურ კონკურენციაში. ამა თუ იმ რეგიონში არჩევნებში გარდაუვალი მარცხი - რაც მთავრობის შეუსრულებელი დაპირებებითა და ნაციონალური მოძრაობის წარმატებული განახლებითაა განპირობებული - არ უნდა გახდეს კონკურენტების ძალადობრივი გზით ჩამოცილების მიზეზი. მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს", - აღნიშნულია განცხადებაში.

საარჩევნო ბლოკქართული ოცნებისმტკიცებით, ზუგდიდისნაციონალური მოძრაობისშტაბთან მომხდარი დაპირისპირების ორგანიზატორები  მათი პარტიის წევრები არ იყვნენ:

„გვინდა გამოვეხმაუროთ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის, პაატა ქარდავას მკვლელობის საქმეზე, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენების ფაქტს და ამასთან დაკავშირებით ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს.  აღვნიშნავთ, რომ ზუგდიდის „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბთან მომხდარი დაპირისპირების ორგანიზატორები  არ ყოფილან „ქართული ოცნების“  წევრები. ჩვენი ინფორმაციით, იქ შეკრებილი იყო გარდაცვლილის ოჯახი  და ახლობლები, რომელთა შორისაცშესაძლოა,  ყოფილიყვნენ  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც.  „ნაციონალური მოძრაობის“  მხრიდან არის მცდელობა, ეს ტრაგიკული ფაქტიც გამოყენებულ იქნას წინასაარჩევნო პოლიტიკური დაპირისპირების ინსტრუმენტად. “ქართული ოცნება”  პატივს სცემს გარდაცვლილი ოფიცრის ხსოვნას, მისი ახლობლების მდგომარეობას და არ აპირებს ნაციონალურ მოძრაობასთან ამ ყოვლად მიუღებელ პოლემიკაში ჩართვას.  ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქმეზე მალე დადგება სასამართლო განაჩენი და ყველა დამნაშავე მკაცრად დაისჯება, რათა არავის ჰქონდეს ადამიანების ტრაგედიით მანიპულირების საშუალება“, - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ვიდეობმული:

https://www.youtube.com/watch?v=tJgj7B96Ylc

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია