მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ცესკოს 9 ივნისის სხდომის შედეგები - 09 ივნისი 2014

myrights.ge

9 ივნისს გამართულ სხდომაზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით, 2014 წლის 7 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაეტალონშისაარჩევნო ბლოკისქართული ოცნებისლანჩხუთის გამგებლობის კანდიდატის ზაზა ურუშაძის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის სამართლებრივი შეფასება მოხდა, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდა. შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით, №61 ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიენიჭა უფლებამოსილება საქართველოს საარჩევნო კოდექსის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელით, შეიტანოს სარჩელი და წარმოადგინოს ცესკოს ინტერესები იმ სასამართლოში, რომლის განსჯად ტერიტორიაზეც გატარდა საარჩევნო რეგისტრაციაში  ლანჩხუთის თვითმმართველი თემის გამგებლობის კანდიდატი ზაზა ურუშაძე.

დაკმაყოფილდა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციისადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ 2014 წლის 7 ივნისის საჩივარი და გაუქმდა №8 დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის 6 ივნისის №14/2014 განკარგულება -“ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებთან დაკავშირებით №8 დიდუბის საარჩევნო ოლქშიადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიისთავმჯდომარის გრიგოლ გაგნიძის მიერ შემოტანილი განცხადების შესახებ“. საჩივარი თანდართულ მასალასთან ერთად გადაეგზავნა №8 დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევი პირის დადგენისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის მიზნით.

ასევე, დაკმაყოფილდა საარჩევნო ბლოკ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 2014 წლის 7 ივნისის საჩივარი და გაუქმდასაარჩევნო ბლოკ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 2014 წლის 28 მაისის №1108/01 საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ №20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 6 ივნისის №085/2014 განკარგულება. №20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლენილ სამართალდამრღვევ პირთა დადგენა და სამართალდარღვევის ფაქტების შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენა დაევალა. №20 საოლქო კომისიას საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და დისციპლინური სახდელების დაკისრების საკითხის თაობაზე კანონის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება დაევალა. №20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისთვის დისციპლინური სახდელის ზომად - შენიშვნა შეეფარდა.

კომისიამ გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, განუხილველი დატოვა საარჩევნო ბლოკ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2014 წლის 8 ივნისის საჩივარი.

დაკმაყოფილდა საარჩევნო ბლოკ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისსაჩივარი და გაუქმდა №24 დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 7 ივნისის №136/2014 განკარგულება - ბლოკერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 2014 წლის 28 მაისის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“. საჩივარი თანდართული მასალებით გადაეგზავნა №24 დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს საარჩევნო ბლოკქართული ოცნებისსააგიტაციო მასალის საჩივარში ხსენებული საუბნო საარჩევნო კომისიის შენობის კარზე განთავსების ფაქტის დამატებითი შესწავლისა და შემდგომი რეაგირების მიზნით. №24 დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კი, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისთვის დისციპლინური სახდელის ზომად - გაფრთხილება შეეფარდა.

მპგ ,,ირაკლი ღლონტირეფორმატორებითავმჯდომარის საჩივარი, .თბილისის მერობის კანდიდატის - ირაკლი ღლონტისა და . თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის - იზა ფხოველიშვილის ამსახველი სააგიტაციო პლაკატების ჩამოხევის, განადგურების, დაზიანების, გადაღებვის, დაფარვის შესახებშესწავლისა და შემდგომი რეაგირების მიზნით, თანდართულ ფოტომასალასთან ერთად  ქალაქ თბილისის მერიას გადაეგზავნა.

დღესვე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის არჩევნებისათვის საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციად - „ბულგარეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიადარეგისტრირდა; საერთაშორისო დამკვირვებლად რეგისტრაციაზე უარი ეთქვა - „ღია დემოკრატიის კომიტეტს”.

განკარგულება №225/2014 - 09.06.2014

განკარგულება №226/2014 - 09.06.2014

განკარგულება №227/2014 - 09.06.2014

განკარგულება №228/2014 - 09.06.2014

განკარგულება №229/2014 - 09.06.2014

განკარგულება №230/2014 - 09.06.2014

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია