მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
არჩევნები 2014 – ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმშია - 61,2%, ხოლო ყველაზე დაბალი თბილისში – 37,3% - 15 ივნისი 2014

myrights.ge

მაშ ასე, მორიგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ისტორიის საკუთრებაა. ბოლო მონაცემებით, მასში მონაწილეობა 1 485 372 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 43,31%-ია. ბევრზე მეტყველებს ის, რომ ყველაზე მაღალი აქტივობა არის რაჭა-ლეჩხუმში - 61,2%, ხოლო ყველაზე დაბალი თბილისშია და 37,3% შეადგენს.

კომპანია GFK- ეგზიტპოლების საბოლოო შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში დავით ნარმანია 45,9%-ით ლიდერობს, რაც მეორე ტურის შესაძლებლობაზე მიუთითებს. მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია 27,6%-ით. დანარჩენი კანდიდატების მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდა: დიმიტრი ლორთქიფანიძე – 10,1%, ირმა ინაშვილი – 6,3% და კახა კუკავა 2,2%.

ეგზიტპოლის შედეგების ცდომილება დაახლოებით 3%-ია.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია დარწმუნებულია, რომპოლიტიკური ძალები მზად არიან ცესკო- შედეგებს დაელოდონ“. მისივე თქმით, ეზგიტპოლების შედეგები ზუსტად არასდროს ემთხვეოდა საბოლოო შედეგებს და დაახლოებით 5-6%-იანი სხვაობა იყო ეგზიტპოლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს შორის.

თავის მხრივ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისხელმძღანელის, კახა კოჟორიძის შეფასებით, "ქართული ოცნების" ეგზიტპოლების შედეგებზე დაყრდნობით "გამარჯვების ზეიმი" არასწორია.

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კოალიცია "ქართული ოცნება" ლიდერობს ყველგან, მთელ საქართველოში და ახლა საჭიროა საბოლოო შედეგებისთვის დალოდება.

დავით ბაქრაძის თქმითმთავრობა ცდილობს, საზოგადოებას ზეიმის იმიტაცია შესთავაზოს. გოკა გაბაშვილის შეფასებით, „ამომრჩეველმა უარი უთხრა ტყუილს, შეუსრულებელ დაპირებებს, გაჩერებულ ქვეყანას“.

ნინო ბურჯანაძის მოძრაობის წარმომადგენელი გია კობახიძე ამბობს, რომ  „.. ეგზიტპოლის შედეგები სრულიად სამარცხვინო და უტიფარი იყო“. შალვა ნათელაშვილის წინასწარმეტყველებით, „ეს რეჟიმი რევოლუციის გზით, აჯანყების გზით შეიცვლება, – ასეთია პირველი შეფასებები“.

მანამდე კი, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ნატანების 61- საარჩევნო უბანში ხმა მისცა. ივანიშვილმა მარნეულის გამგებლობის ყოფილ კანდიდატთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" შტაბს დისციპლინა აკლია. მისივე თქმით, „ვნახეთ, მარნეულში როგორ ფაფარაშლილი ლომივით იდგა გიგი უგულავა“.

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ივანიშვილს ასე პასუხობს: "რა უნდა ამ კაცს? თავის ზოოპარკში მექაჩება ეტყობა".

ირაკლი ღარიბაშვილმახმა მისცა საქართველოს მომავალსდა აღნიშნა, რომ მეორე ტური ტრაგედია არ იქნება.

ნიკა მელიას თქმით, „დროა, თბილისი და თბილისელები გათავისუფლდეს დაბოღმილი პოლიტიკისაგან“. ნინო ბურჯანაძემქვეყნის სწორად მოწესრიგებასმისც ხმა.

სამწუხაროდ, ახალქალაქში გულის შეტევით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი გარდაიცვალა. მარტვილის მე-16 საარჩევნო უბანზე, სოფელ დოშაყეში დილის 06.00 საათზე უბანს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს და საარჩევნო დოკუმენტაცია გაიტაცეს, რომელიც ცოტა მოგვიანებით ორას მეტრში დაგდებული ნახეს. ხოლო რუსთავში #32 საარჩევნო უბნიდან კომისიის წევრებმა უბანზე შესული ძაღლი გააგდეს.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მოსახლეობას არჩევნების წარმატებით დასრულება მიულოცა, თავად კი 8 საათის შემდეგქართული ოცნებისცენტრალურ ოფისში არ მისულა, რასაც რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი იმით ხსნის, რომ პრეზიდენტი არც ერთი პარტიის წევრი არ არის.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ მეორემ კრწანისის საარჩევნო ოლქის მეოთხე უბანზე მისცა ხმა. პატრიარქის განცხადებით, მან ხმა მისცა საქართველოს მთლიანობას. „ხმა მივეცი, მშვიდობას, სიხარულს და საქართველოს მთლიანობას, ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - აღნიშნა პატრიარქმა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია