მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ცესკო ამომრჩეველთა აქტივობის გენდერულ სტატისტიკას აქვეყნებს - 18 ივნისი 2014

myrights.ge

წელს პირველად, ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა მონაწილეობის შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს. საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებზე მოსული ამომრჩეველის   50,2%  იყო ქალი. სულ ხმა მისცა 745,614-მა ქალმა ამომრჩეველმა.

ქალი ამომრჩევლების მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა თბილისი, - 55,94%. დედაქალაქის ათივე ოლქში ქალი ამომრჩევლების აქტივობის მეტნაკლებად ერთნაირი მაღალი მაჩვენებელი იყო და მერყეობდა 53-57%- შორის.

რაც შეეხება სხვა ოლქებს, ქალები ყველაზე აქტიურები იყვნენ ახალქალაქში (56,29%), ქუთაისში (53,97%), რუსთავში (53,94%) და სიღნაღში (52,69%).

ცესკომ ამომრჩეველთა აქტივობის გენდერული სტატისტიკა წელს პირველად გამოაქვეყნა. დეტალური მონაცემები იხილეთ ბმულზე. მონაცემები ხელმისაწვდომია რეგიონების და ოლქების მიხედვით.

 

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE