მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შსს–მ სამსახურებრივი შემოწმების შემდეგ ოთხი თანამშრომელი დაითხოვა - 18 ივნისი 2014

myrights.ge

შსს–ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2014 წლის 17 ივნისს სამინისტროს თანამშრომლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შესახებ საპატრულო პოლიციიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე ჩაატარა სამსახურებრივი შემოწმება.

გენერალური ინსპექციის დასკვნით, თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლები ირაკლი დარახველიძე, რევაზ კაკალაშვილი, გივი გამეზარდაშვილი და კადრების განკარგულებაში მყოფი დავით კანდელაკი დათხოვნილი არიან სამსახურიდან.

ოთხივე თანამშრომელს „შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის შეეფარდა დისციპლიური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა.

პოლიციის თანამშრომლების ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა "ტაბულამ" დღეს გაავრცელა, ვიდეომასალაში, პოლიციის თანამშრომლები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებიან.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია