მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნაციონალური მოძრაობა: ხელისუფლება ჩვენი განადგურების წინასწარ განწირული მცდელობით არის დაკავებული - 18 ივნისი 2014

myrights.ge

15 ივნისის არჩევნებთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მორიგ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

გუშინ საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების უსუსური და ღიმილისმომგვრელი რამდენიმე მცდელობა დაეხატა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ისეთი შედეგები, რომელიც ერთი მხრივ, აჩვენებდა, თითქოსქართული ოცნებისელექტორალური მხარდაჭერა არ შემცირებულა, ხოლო მეორე მხრივ, დაადასტურებდა პრემიერის მიერ უკანასკნელ პერიოდში გაკეთებულ არაერთ განცხადებას, რომ ერთადერთი ოპოზიციური ძალა, „ერთიანი ნაციონალურიმოძრაობა აღარ არსებობს.

ამ სურათის შექმნას მიეძღვნა გუშინ, დილით გამართული მთავრობის სხდომა, შუადღისას გამართული ვიცეპრემიერის სპეციალური ბრიფინგი და უკვე დღის მეორე ნახევარში გამართული პრემიერის ასევე სპეციალური ბრიფინგი.

თავისთავად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან მესამე დღეს, ნაცვლად იმისა, რომ საუბრობდეს მიზეზებზე, თუ რატომ დაკარგა მმართველმა პარტიამ მხარდამჭერების დიდი ნაწილი, ან როგორ აპირებს გაცემული დაპირებების ახალი კასკადის შესრულებას, კვლავ დაკავებულიაერთიან ნაციონალურ მოძრაობასთანბრძოლით.

მეტიც, გუშინ საღამოს საზოგადოებამ იხილა პრემიერის სრულიად ცინიკური განცხადება იმის თაობაზე, რომ არჩევნებზე ჩვენი მოქალაქეების უკიდურესად დაბალი აქტიურობა, თურმე მოსახლეობის მხრიდანქართული ოცნებისუპირობო მხარდაჭერის ილუსტრაცია ყოფილა.

ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება, ნაცვლად ქვეყანს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ფიქრისა კვლავ აგრძელებს იმას, რითაც დაკავებული იყო ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში - ჩვენი განადგურების წინასწარ განწირული მცდელობით.

ამავე დროს, გვსურს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომქართული ოცნებისდაჟინებული მცდელობა, დაამახინჯოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები, არ წარმოადგენს -ნი ივანიშვილის ან -ნი ღარიბაშვილის მორიგ ახირებას.

გუშინდელი ჟონგლიორობა არჩევნების შედეგებით არის ხელსაყრელი პოლიტიკური რეალობის შექმნის მცდელობა ერთადერთი ოპოზიციური ძალის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, წინასწარ გამოცხადებული დევნის მოგირი ტალღის დაწყებამდე.

საზოგადოებამ არაერთხელ მოისმინა ხელისუფლების წარმომადგენლების განცახადებებიცხელი ზაფხულისთაობაზე, რომელიცერთიან ნაციონალურ მოძრაობასელის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.

სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ რეპრესიების მორიგი ეტაპის დასაწყებად სჭირდებაქართულ ოცნებას“, ერთი მხრივ, მაღალი ლეგიტიმაცია (რომელიც ამ არჩევნებზე ვერ მიიღო), ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენება, თითქოსერთიანი ნაციონალური მოძრაობაიმდენად სუსტია, რომ მის მიმართ განხორციელებული დევნა შეუძლებელია პოლიტიკური ხასიათის მატარებელი იყოს.

ჩვენ გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ნებისმიერი მცდელობა არჩევნების შედეგების დამახინჯებულად წარმოჩენისა, ისევე როგორცერთიანი ნაციონალური მოძრაობისგანადგურებისა განწირულია კრახისთვის. ერთადერთი, რაც ხელისუფლების ასეთ ქმედებებს მოაქვს - ეს არის ზიანი ჩვენი ქვეყნისთვის.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას და პირადად, - ივანიშვილს - თავი დაანებონ ერთადერთ ოპოზიციურ პარტიასთან ომს; ეს არ არის ის, რისთვისაც ისინი საქართველოს მოსახლეობამ აირჩია; და მეტი დრო დაუთმონ ქვეყნის წინაშე მდგარ შიდა თუ საგარეო გამოწვევებზე ფიქრს“, – ნათქვამია ნაციონალური მოძრობის განცხადებაში.

შეგახსენებთ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აღნიშნული ბრიფინგის მთავარ აქცენტებს:

– მისასალმებელია სხვა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გამოჩენა არეალზე და ის, რომ საკრებულოები იქნება ჭეშმარიტად მრავალპარტიული,-აღნიშნა პრემიერა ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. მან დეზინფორმაცია უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მეორე ტურში კოალიციას მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა უპირისპირდება.

"მეორე ტურში „ქართულ ოცნებას“ 6 ოპოზიციური ძალა დაუპირისპირდება. ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში გასამართი 21 მეორე ტურიდან, ქართული ოცნებას“ „ნაცოონალური მოძრაობა“ უპირსპირდება მხოლოდ 6-ში. ვფიქრობ, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან სრულიად შეგნებულად ვრცელდება დეზინფორმაცია და ხდება ციფრებით მანიპულირება. სწორედ ამიტომ, აღვნიშნავ რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ საქართველოს მასშტაბით მოიპოვა მანდატების 67 %, თბილისში კი - 72 % ,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კოალიციის ლიდერმა საზოგადოებას ცესკოს ბოლო მონაცემები მიაწოდა, რომლის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, საკრებულოებში „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი იქნება 67%-ით, დანარჩენი პარტიები და საინიციატივო ჯგუფები - 20%-ით, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობა“ - 13%-ით.

"საერთო შედეგები აჩვენებს, რომ ყველა საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობით ლიდერობს „ქართული ოცნება“ 72%-ით, სადაც გამგებლები და მერები ყველა რაიონში და ქალაქში ლიდერობენ, მათ შორის იქ, სადაც მეორე ტური დაინიშნა,"- აღნიშნა პრემიერმა.

მან კიდევ ერთხელ მიულოცა, როგორც "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, ისე სრულიად საქართველოს მოსახლეობას თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარება და მიღწეული შედეგი.

რაც შეეხება კოალიცია "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის ბრიფინგის დეტალებს:

„პირველადი მონაცემებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის იმ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც მეორე ტური დაინიშნა. პრაქტიკულად ყველა საკრებულოში აბსოლუტურ უმრავლესობას ჩვენი წარმომადგენლები შეადგენენ. საერთო ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ასარჩევი 1049 მაჟორიტარული მანდატიდან „ქართულმა ოცნებამ“ 811 დეპუტატი გაიყვანა, რაც საერთო რაოდენობის 77,31%-ს შეადგენს. არჩეული მაჟორიტარებიდან მეორე ადგილზე გავიდნენ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი კანდიდატები, რომელთა მთლიანი რაოდენობა 128 ადამიანია. ჯამში, ოპოზიციური პარტიების არჩეული მაჟორიტარების რაოდენობა შეადგენს 238-ს, საიდანაც მხოლოდ 64-ია მთავარ ოპოზიციურ ძალაზე პრეტენზიის მქონე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი. მაჟორიტარული და სიითი შემადგენლობის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, „ქართულმა ოცნებამ“ 1400-მდე მანდატი მოიპოვა, რაც რამდენჯერმე აღემატება სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენელთა მანდატების ჯამურ რაოდენობას. დემოკრატიულობის მაღალი ხარისხის მაჩვენებლია ის ფაქტი, რომ არჩევნების მეორე ტურში ლიდერ პოლიტიკურ ძალას 6 ოპოზიციური პარტია დაუპირისპირდება. 15 ივნისის არჩევნები არის რეალური თვითმმართველობისა და ძალაუფლების ხალხისთვის გადაცემის დასაწყისი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მაღალი შეფასება, რაც ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა დააფიქსირა. არჩევნები დადებითად შეფასდა საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური მისიების მიერ. ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების საელჩოების მიერ გავრცელებული საერთო განცხადების თანახმად, 15 ივნისის არჩევნები ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ თვითმმართველობების გაძლიერებისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია. ამ შეფასებას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი პოლიტიკური გუნდი უზრუნველყოფს მეორე ტურის მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას და საერთაშორისო საზოგადოების ისეთივე მაღალ შეფასებას დაიმსახურებს. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ყველა ამორჩეველს, რომელმაც გამოიჩინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დააფიქსირა თავისი არჩევანი. აქვე მოვუწოდებთ საზოგადოებას, გავაქტიურდეთ მეორე ტურისთვის და არ დავუშვათ, რომ ჩვენი პასიურობით ჩრდილი მიადგეს ჩვენს საერთო გამარჯვებას. მოგიწოდებთ, ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქვეყანაზე და აქტიურად ჩავერთოთ მის მართვაში“, – ამბობს კახი კალაძე.

აქვე შეგახსენებთ, „დემოკრატული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის წინა დღით გაკეთებულ  განცხადებას, რომ „მოსახლეობის მოთმინებას აქვს საზღვარი და თუ ასე გაგრძელდა, მმართველი გუნდი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება“:

„საქართველოში არის უზარმაზარი შავი ფული და ალბათ ჟურნალისტებმა იცით, რომ დიდძალი ფული დარიგდა საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც და დიდძალი ფული დარიგდა დღეს.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობას ბოროტად იყენებს ხელისუფლება, მაგრამ ეს მათ ვერ მოუტანს კარგ შედეგს. ჩვენი მოსახლეობის მოთმინებას აქვს საზღვარი და თუ ასე გაგრძელდა, მმართველი გუნდი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება. კარგი იქნებოდა „ქართულ ოცნებას“ თავისი წინამორბედის შეცდომებზე ესწავლა და იგივე შეცდომების გამეორება არ დაეწყო, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა.

თქვენ ხედავთ ჩვენს ერთ მუშტად შეკრულ გუნდს, ამ გუნდს ვერ დაანგრევს გუშინდელი აბსოლუტური უსამართლობა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, მსგავსი დარტყმები ჩვენ უფრო გვაძლიერებს. ვფიქრობ, რომ კიდევ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი შემოემატება ჩვენს გუნდს, ამის ნიშნები უკვე ნამდვილად ჩანს და ჩვენ ძალიან სერიოზულად გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის გადარჩენისათვის.

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ მარნეულში მოხსნილმა კანდიდატმა, რომელმაც ხმების გარკვეული რაოდენობა მიიღო, დარჩება სიაში იმიტომ რომ თურმე ხალხის ნებას სცემენ პატივს. ეს ხომ გათამაშებული სცენარი იყო იმისათვის, რომ არ გასულიყო ჩვენი კანდიდატურა. მე მესმის, რომ თქვენ ძალიან გამოუცდელები ხართ და გგონიათ, რომ თქვენ რომ რაღაც გაიფიქრეთ ეს ძალიან დიდი მიღწევაა, მაგრამ ეს პოლიტიკაში გამოწრთობილ ადამიანებს ნანახი  და ბევრი რამ დავიწყებულიც აქვთ. ასე რომ ასე ადვილი ხალხის მოტყუება ნამდვილად არ არის. ეს არის საბავშვო ბაღი, ეს არის ქვეყნის მასხრად აგდება და ეს ცირკი, შეიძლება სატირალიც გახდეს, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებას ჩვენი ძალა არ შეუშლის ხელს. გარწმუნებთ, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ და ხელისუფლებაში მოვალთ კომპეტენტური, წესიერი და ქვეყნისათვის თავდადებული ძალა, რომელიც ნამდვილად მოაწესრიგებს საზღვრებსაც, მოაწესრიგებს ქვეყნის შიგნით პრობლემებს, მოაწესრიგებს ქვეყნის მეზობლებთან ურთიერთობებსაც და აღარასოდეს აკადრებს ხალხს არც მათი ხმის ყიდვას და არც მათი ხმის გაყალბებას“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია