მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ახალი საგარეო მრჩეველი, ადმინისტრაციის უფროსი და საპარლამენტო მდივანი დანიშნა - 19 ივნისი 2014

myrights.ge

საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ახალი მრჩევლის დანიშვნის შესახებ. ამ თანამდებობას თენგიზ ფხალაძე დაიკავებს, რომელიც 2008 წლიდან დღემდე გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრს ხელმძმღვანელობს.

თენგიზ ფხალაძე არის აშშ- ატლანტიკური საბჭოსა და ბრიტანეთის საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტის (Chatham House) წევრი. სხვადასხვა წლებში იგი იყო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის დიპლომატიური პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი. კითხულობს ლექციებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.

დღესვე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დავით პატარაია დაინიშნა. გიორგი მარგველაშვილმა შესაბამისი განკარგულება გამოსცა.

2013 წლის დეკემბრიდან დღემდე დავით პატარაია იყო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. სხვადასხვა წლებში იგი მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. წლების განმავლობაში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას და კითხულობდა ლექციებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ხოლო შემდგომ - იურიდიულ ფაკულტეტზე. არის სამართლის დოქტორი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ასევე, გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა დაიკავა გიორგი კვერენჩხილაძემ. 2014 წლის იანვრიდან დღემდე იგი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილედ მუშაობდა

გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტია და წლების განმავლობაში  მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატში სხვადასხვა თანამდებობაზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, ასევე  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. იგი კითხულობდა ლექციებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. არის სამართლის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის პროფესორი და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი. გიორგი კვერენჩხილაძემ ამ თანამდებობაძე დავით პატარაია შეცვალა. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია