მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ცენტრალური საარჩევნო კომისია და კომუნიკაციების ეროვნული კომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - 26 ივნისი 2014

myrights.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისი და კომუნიკაციების ეროვნული კომისი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების რეალიზაციის ხელშეწყობის, წინასაარჩევნო კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფისა და არჩევნების კონკურენტულ გარემოში გამართვის საჯარო მიზნებიდან გამომდინარე მივმართავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ეროვნულ მაუწყებლებს გაითვალისწინონ, რომ საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსის მე–2 მუხლის ) პუნქტით წინასაარჩევნო კამპანია განმარტებულია როგორც საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, შესაბამისად აღნიშნული პერიოდი მოიცავს როგორც პირველი, ისე მეორე ტურის ჩათვლით პერიოდს სრულად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ, საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ეროვნულმა მაუწყებლებმა გააგრძელონ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსის 51– მუხლის შესაბამისად, მათ შორის მეორე ტურში მონაწილე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ მაუწყებლებისათვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად;

ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ  იმ ადგილობრივმა მაუწყებლებმა, რომელთა სამაუწყებლო ზონაშიც გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა (მერები, გამგებლები) არჩევნების მეორე ტური, წინასაარჩევნო კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფისა და მისი კონკურენტულ საარჩევნო გარემოში გამართვის საჯარო მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შემაჯამებელი ოქმების მიღების დღიდან გააგრძელონ მათ სამაუწყებლო ზონაში გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებისა და მათი წარმდგენი სუბიექტების  წინასაარჩევნო კამპანიის  საინფორმაციო მხარდაჭერა საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსის 51– მუხლის შესაბამისად დადგენილი პრინციპების დაცვით, მათ შორის მეორე ტურში მონაწილე სუბიექტების მიერ მაუწყებლებისათვის წარდგენილი წინასაარჩევნო უფასო რეკლამის განთავსება, ამავე მუხლის 61 ნაწილით განსაზღვრული ფასიანი და უფასო წინასაარჩევნო რეკლამის პროპორციების გათვალისწინებით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ცენტრალური  საარჩევნო კომისიის სახელით თამარ ჟვანია და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სახელით ვახტანგ აბაშიძე ხელს აწერენ.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია