მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ცესკო თვითმმართველობის არჩევნების განმეორებით კენჭისყრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - 28 ივნისი 2014

myrights.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 29 ივნისს დილის 08:30 სთ-იდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.

07:00 საათიდან იმუშავებს როგორც კომისიის ცხელი ხაზი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. შესაბამისად, ყველას შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:

08:30 სთ

12:30 სთ

17:30 სთ

20:30 სთ

განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

შეგახსენებთ, რომ 29 ივნისს განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება შემდეგ უბნებში:

№22 მარნეულის საარჩევნო ოლქის - №25 და №57 საარჩევნო უბნები;

№26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის - №5 საარჩევნო უბანი;

№28 დუშეთის საარჩევნო ოლქის - №4,  №6, №47 და №52 საარჩევნო უბნები;

№40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის - №1 საარჩევნო უბანი;

№55 ხონის საარჩევნო ოლქის - №22 საარჩევნო უბანი;

№57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის - №2 და №5 საარჩევნო უბნები;

№67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის - №32 საარჩევნო უბანი;

№79 ბათუმის საარჩევნო ოლქის - №103 საარჩევნო უბანი;

№81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის - №34 საარჩევნო უბანი.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია