მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ცესკო: განმეორებითი კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა - 29 ივნისი 2014

myrights.ge

ცესკოს განცხადებით, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა დასრულდა. საარჩევნო უბნები 20:00 სთ-ზე  დაიხურა და კომისიის წევრებმა უკვე დაიწყეს ამომრჩეველთა ხმების დათვლის პროცესი.

29 ივნისის განმეორებით კენჭისყრაში ამომრჩეველთა 36,63%-მა (5,112) მიიღო მონაწილეობაყველაზე მაღალი აქტივობით ხონის (76,69%), ტყიბულის (47,50) და ზუგდიდის (46,14%) ოლქების საარჩევნო უბნები გამოირჩეოდნენ.

საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა; პროცედურული ხარვეზების უმეტესობა კი ადგილზე აღმოიფხვრა.

როგორც ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, 9 ოლქის 14 უბნის შედეგები results.cec.gov.ge-ზე განთავსდება.

ბრიფინგის ბოლოს მან მადლობა გადაუხადა ამორმჩევლებს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს საარჩევნო პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვისთვის.

მიმაგრებული დოკუმენტები:

ამომრჩეველთა აქტივობა 20:00სთ-ის მდგომარეობით

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE