მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„საჯარო სამსახურის რეფორმა გამართული და გამჭვირვალე სამსახურის სისტემის ჩამოყალიბებას მიზნად ისახავს“ - 01 ივლისი 2014

myrights.ge

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საჯარო სამსახურის ბიურომ საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის პრეზენტაცია გამართა. რეფორმა მიზნად ისახავს გამართული და გამჭვირვალე საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბებას და 10 კატეგორიას მოიცავს, რომელთა შორისაა - საჯარო სამსახურის განმარტება; საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები; საჯარო სამსახურის მართვის, კოორდინაციისა და ზედამხედველობის ცენტრალიზებული სისტემა; საჯარო სამსახურში მიღება; კლასიფიკაციის სისტემა; ანაზღაურების სისტემა; საჯარო მოხელეების მართვა; საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები; სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება და თანაბარი შესაძლებლობები მამაკაცებისა და ქალებისთვის.

საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციამ და საჯარო სამსახურის ბიურომ საჯარო სამსახურისთვის ახალი, თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული პრემირების რეფორმა შეიმუშავა, რომელიც მთავრობამ უკვე დაამტკიცა.

საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციაზე მუშაობის პროცესი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის პროგრამის ხელშეწყობით წარიმართა. კონცეფციის ჩამოყალიბებაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა სპეციალური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ როგორც უცხოელი, ისე ქართველი ექსპერტები, მეცნიერები და პრაქტიკოსები.

საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკა ქარდავამ წარადგინა. პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა მიმართა.

პრეზენტაციას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

იხილეთ ვიდეობმული:

http://www.youtube.com/watch?v=wTUBEzuamYE 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE