myrights.ge
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების - თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებისა და გამგებლების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისთვის მეორე ტური 12 ივლისს დაინიშნა.
იხილეთ განკარგულება №265/2014
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
განკარგულება №265/2014
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების - თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებისა და გამგებლების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის მეორე ტურის დანიშვნის შესახებ
ქ. თბილისი 2014 წლის 3 ივლისი
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 169 1 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების - თვითმმართველი ქალაქების თბილისის, ბათუმის, რუსთავის, ფოთის, გორის, მცხეთის, ოზურგეთისა და თელავის მერებისა და თვითმმართველი თემების ახმეტის, ყვარელის, გორის, თიანეთის, მარტვილის, ქობულეთის, ბაღდათის, ხონის, ტყიბულის, ლანჩხუთის, თერჯოლის, თელავისა და ხულოს გამგებლების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მეორე ტური გაიმართოს 2014 წლის 12 ივლისს.
მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია
კომისიის მდივანი გიზო მჭედლიძე