მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თამარ ჟვანია: ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დაძაბულ ფონს ზრდის და საარჩევნო გარემოზე უარყოფითად აისახება - 06 ივლისი 2014

myrights.ge

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მინდა გამოვეხმაურო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომელიც ზრდის დაძაბულ ფონს და საარჩევნო გარემოზე უარყოფითად აისახება.

მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პროცესები დამოუკიდებელ, გამჭვირვალე და თავისუფალ გარემოში, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მიმდინარეობდეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების მეორე ტურის წინ, რომელიც თავის მხრივ დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მაჩვენებელია, აუცილებელია არსებობდეს თანაბარი და კონკურენტული საარჩევნო გარემო. ამდენად, სიფრთხილით და მაღალი პასუხისმგებლობით უნდა ხორციელდებოდეს ყველა ქმედება, რომ არ მოხდეს საარჩევნო პროცესისთვის ზიანის მიყენება.

იმედს გამოვთქვამ, რომ ხელისუფლება, პოლიტიკური პარტიები და არჩევნებში ჩართული მხარეები გამოიყენებენ ყველა საშუალებას, რათა ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია