მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ირაკლი ღარიბაშვილი: ედუარდ შევარდნაძე მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსი იყო - 08 ივლისი 2014

გიორგი მარგველაშვილი:  მისი პრეზიდენტობისას საქართველომ პირველად გამოაცხადა  უმთავრეს პოლიტიკურ ამოცანად ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია

myrights.ge

ედუარდ შევარდნაძე იყო მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსი; მისი როლი და დამსახურება თანამედროვე მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ყველა აღიარებს, - განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც დღეს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პანაშვიდზე იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაური კრწანისის რეზიდენციაში მთავრობის წევრებთან ერთად მივიდა. მან გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და სამძიმრის წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

ედუარდ შევარდნაძე იყო მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსი, სამწუხაროა, რომ იგი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე მწუხარება გამოხატა ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო:

 ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო. ბატონმა ედუარდმა რთული და მრავალფეროვანი პოლიტიკური ცხოვრება განვლო. მისი სახელი ბოლო ათწლეულების საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის მრავალ საკვანძო მოვლენას უკავშირდება.

ედუარდ შევარდნაძემ მკაცრი პოლიტიკური რეჟიმის პირობებშიც კი, მართვის არაორდინალური სტილითგამორჩეული და თვითმყოფადი პოლიტიკოსის რეპუტაცია მოიპოვა.

სწორედ ამის გამო, მას უმნიშვნელოვანესი როლი ხვდა წილად პოლიტიკურ მოძრაობაში, რომელიცგარდაქმნისსახელითაა ცნობილი. უპირველეს ყოვლისა, ედუარდ შევარდნაძეს მსოფლიოში გაიხსენებენცივი ომისდასრულების, „ბოროტების იმპერიისდაშლისა და ბერლინის კედლის დანგრევის ერთ-ერთ ავტორს. ამ პროცესით მან მშვიდობიანი განვითარების ახალი შანსი მოუტანა მსოფლიოს.

მისი პრეზიდენტობის დროს დამოუკიდებელმა საქართველომ პირველად გამოაცხადა ქვეყნის უმთავრეს პოლიტიკურ ამოცანად ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია, ხოლო საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობის უმთავრეს საფუძვლად აღიარა დასავლურ ფასეულობათა უზენაესობა.

გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ედუარდ შევარდნაძის ოჯახს, მის ახლობლებსა და მთლიანად ქართულ საზოგადოებას“, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს გარდაიცვალა. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს 13 ივლისს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. გამოსვენების ცერემონია სამების საკათედრო ტაძარში 15.00 საათზე შედგება. 

იხილეთ ვიდეობმული:

https://www.youtube.com/watch?v=AQd2b3WcKEU

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია