მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახალხო დამცველი ადმინისტრაციული პატიმრობის 15 დღემდე შემცირებას მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს - 08 ივლისი 2014

myrights.ge

სახალხო დამცველი მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს პარლამენტის წევრების საკანონმდებლო ინიციატივას ადმინისტრაციული პატიმრობის ზედა ზღვარის 90–დან 15 დღემდე შემცირებასთან დაკავშირებით. ომბუდსმენის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, 90 დღიანი პატიმრობის გაუქმება წლების განმავლობაში წარმოადგენდა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციას და 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც იქნა ასახული

სახალხო დამცველი ასევე მიესალმებაადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიშესატანი ცვლილებების პროექტით გათვალისწინებულ ინიციატივასრომლის თანახმადაც, აუცილებელია დაკავებულს დაუყოვნებლივ, დაკავებისთანავე განემარტოს მისი უფლებები.

თუმცა, მიგვაჩნია, რომ კანონპროექტით არ სწორდება დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელებასთან დაკავშირებული ხარვეზები.

კერძოდ, ინიცირებული კანონპროექტით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262– მუხლს ემატება 11 ნაწილი, რომელიც რიგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით ითვალისწინებს საქმის განმხილველი რაიონული/საქალაქო სასამართლოს მიერ ზეპირი განხილვის დაუყოვნებლივ დაწყების ვალდებულებას, სამართალდარღვევის ოქმისა და საქმის მასალების მიღებისთანავემართალია, აღნიშნული ცვლილება ემსახურება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის გაჭიანურების პრაქტიკის აღმოფხვრას, თუმცაის შეიძლება გახდეს დაცვის უფლების შეზღუდვის საფუძველი.

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის უფლებასჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალებები საკუთარი დაცვის მოსამზადებლად. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მიცემული პირის უფლებათა შორის არც საქმის გადადების უფლებაა მკაფიოდ გათვალისწინებული. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის პრაქტიკაც ადასტურებს, რომ სამართალდამრღვევს არ ეძლევა ადეკვატური დრო და საშუალებები დაცვის მოსამზადებლად.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაჩქარების შესაძლებლობის პარალელურად, აუცილებელია კანონპროექტი ითვალისწინებდეს მყარ სამართლებრივ გარანტიებს დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით.

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი წინადადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს, კანონპროექტის შემოთავაზებულ ცვლილებებთან ერთად, დაცვის უფლების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, გასწორდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ხარვეზები და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის უფლებებს შორის მკაფიოდ გაიწეროს დაცვის მოსამზადებლად საკმარისი დროისა და საშუალებების ქონის უფლება, მათ შორის, საქმის გადადების მოთხოვნის შესაძლებლობა, თუ პირის ხელთ არსებული დრო და საშუალებები არაა საკმარისი დაცვის უფლების განსახორციელებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიდაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძისა და მისი პირველი მოადგილის, შალვა შავგულიძის მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა არ შეიძლება იყოს 15 დღეზე მეტი. შესაბამისი ცვლილება შედის კოდექსის ყველა იმ მუხლში, რომლითაც ადმინისტრაციული პატიმრობის 15 დღეზე მეტხნიანი ვადაა განსაზღვრული.

როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, ადმინისტრაციული წესით 90-დღიანი პატიმრობა პროპორციულობის პრინციპს არ შეესაბამება. მათივე თქმით, ამას ადასტურებს ევროპული და სხვა განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობა, სადაც, როგორც წესი, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 15 დღეს არ აღემატება. დღეს მოქმედიადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითადმინისტრაციული პატიმრობა დგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში -ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის 90 დღემდე ვადით.

ამავე დროს, სამართალდამცავი ვალდებული ხდება, ადმინისტრაციული დაკავებისას პირს დაკავების მიზეზი და მისი უფლებები დაკავებისთანავე განუმარტოს. სადღეისოდ, სამართალდამრღვევი პირისთვის დაკავებისთანავე უფლებების განმარტების ვალდებულებასადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსიარ ითვალისწინებს. განმარტება მას სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას ეძლევა, ხოლო დაკავებიდან ოქმის შედგენამდე, როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, შეიძლება საკმაოდ დიდი დრო გავიდეს.

ეს არღვევს პირის უფლებებს, რადგან მან დაკავებისთანავე უნდა იცოდეს დაკავების მიზეზი და გააჩნდეს ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა უფლებები გააჩნია ადმინისტრაციული წარმოების პროცესში“, - აღნიშნულია კანონპროექტს თანდართულ განმარტებით ბარათში.

პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად კი, ადმინისტრაციული დაკავებისას, დამკავებელი ვალდებული იქნება პირს დაკავებისთანავე გასაგები ფორმით განუმარტოს: - რა ადმინისტრაციული სამართალდაღვევა ჩაიდინა მან და რა არის დაკავების საფუძველი; რომ მას უფლება აქვს ადვოკატზე; რომ, თუ სურს, მისი დაკავების ფაქტსა და ადგილსამყოფელს აცნობებენ მის მიერ დასახელებულ ახლობელს და ადმინისტრაციასსამუშაო თუ სწავლის ადგილის მიხედვით.

პროექტის მიხედვით, არასრულწლოვნის დაკავებისას, აუცილებლად, პირველი შესაძლებლობისთანავე აცნობებენ მის მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს.

გარდა ამისა, პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, დაუშვებელ მტკიცებულებად განისაზღვრება ის განცხადება, რომელსაც დაკავებული აღნიშნული განმარტების მიღებამდე გააკეთებს.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია