მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი მარგველაშვილი ჯეიმს აპატურაის პირისპირ შეხვდა - 09 ივლისი 2014

myrights.ge

საქართველოს პრეზიდენტსა და ნატო- გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს  სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრისას მხარეებმა უელსში დაგეგმილი ნატო- სამიტის  მოსამზადებელი სამუშაოების დეტალები განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა ჯეიმს აპატურაისთან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დაესწრება ნატო- სამიტს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ალიანსის მხრიდან საქართველოსთვის ინიცირებული  თანამშრომლობის სპეციალურ პაკეტთან დაკავშირებული საკითხები იყო.

ბრწყინვალე შეხვედრა მქონდა პრეზიდენტთან. ძალიან მადლიერი ვარ, რომ  მოგვეცა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა. მოხარული ვართ, რომ საქართველოს სამიტზე ის  წარმოადგენს. ვიმედოვნებ, იგი იქნება თავის მინისტრებთან ერთად, რადგან ძალიან ბევრი შეხვედრაა დაგეგმილი. პრეზიდენტი დაესწრება ISAF-ის მისიის ბოლო შეხვედრას, რომელზეც მივიღებთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ყველამ ნახეთ, რა ხდება ავღანეთში პოლიტიკური გაურკვევლობის გამო. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ავღანეთის მთავრობის პოზიცია სამიტის პერიოდში, რომ შეძლოს ხელი მოაწეროს იმ მომდევნო მისიის შესახებ საჭირო სამართლებრივ ნორმებსრომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას. ასე რომ, ვფიქრობ, განსახილველი ბევრი გვექნება. ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგ, ვიმედოვნებთ, რომ მალევე დაიწყება ურყევი მხარდაჭერის მისიაც. სამიტის ფარგლებში, რა თქმა უნდა, განვიხილავთ საქართველოსთან დაკავშირებულ ბევრ საკითხსაც“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

საქართველოს პრეზიდენტი გაეროს სამიტის მნიშვნელობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ იგი დაესწრება როგორც ნატო-, ისე გაერო- სამიტს.

საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობა, პარლამენტი ყველა მოწადინებულია და მუშაობს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთან, ეს არის ხელისუფლების სხვადასხვა შტო და ბუნებრივია, თითოეული მათგანი მუშაობს იმ დღის წესრიგით, რომელიც საერთაშორისო მოლაპარაკებებით დგინდება. იმ მოწვევების გათვალისწინებით, რომლებიც ამ ორგანიზაციებიდან მივიღეთ, საქართველო როგორც ნატო-, ისე გაერო- სამიტზე პრეზიდენტის სახით, იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღესვე პრეზიდენტი მარგველაშვილი სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის საბჭოს სპეციალურ წარმომადგენელს ჰერბერტ სალბერს შეხვდა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ფილიპ ლეფორი შეცვალაშეხვედრისას მხარეებმა ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკასა და კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს

მადლობელი ვარ, რომ დღეს მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა საქართველოს პრეზიდენტთან როგორც ზოგადად ევროკავშირის შეხედულებზე საქართველოსთან დაკავშირებით, ისე კონკრეტულად ჩემი მანდატის თაობაზე, რომელიც უკავშირდება  კონფლიქტებს საქართველოში. თქვენ იცით, რომ ამ კონფლიქტების თემას რეგულარულად განვიხილავთ  საერთაშორისო მასშტაბით - ჟენევის ფორმატში. ასეთი შეხვედრა ახლახან გაიმართა. როგორც ამ პროცესის თანამონაწილეები, ჩვენ - ევროკავშირი, გაერო, ეუთო - ვცდილობთ მოვიძიოთ გზები უფრო მეტი შედეგის მისაღებად, რაც უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას. ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტს ჩვენი შეხედულებები გავაცანით და დიდად ვემადლიერებით მას იმისათვის, რომ გამოთქვა მზადყოფნა მოესმინა ჩვენი პოზიცია. ჩვენი მხრივ, ჩვენც ვითვალისწინებთ საქართველოს ლიდერთა შეხედულებებს“, - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს წარმომადგენელმა.

ჰერბერტ სალბერს მაღალი თანამდებობა ეკავა გერმანიის საგარეო საქმეთა სამსახურში, მუშაობდა ეუთო-ში, სადაც იყო კონფლიქტების პრევენციის ცენტრის დირექტორი. სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას იგი 2015 წლის 28 თებერვლამდე დაიკავებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია