myrights.ge
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულდა. 20:00 სთ-ზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. როგორც ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, საუბნო საარჩევნო კომისიებში უკვე დაიწყო ხმების დათვლის პროცესი.
„არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე, მშვიდ გარემოში ჩაიარა. 20:00 სთ-ის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო 617, 451-მა ამომრჩეველმა, რაც მეორე ტურის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 36%-ია. რაც შეეხება თბილისს, 20:00 საათისთვის უბნებზე გამოცხადდა 316,014 ამომრჩეველი, რაც თბილისში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 34,3 %-ია. 15 ივნისის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა თბილისში შეადგენდა 37.3%-ს,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუმარტა, მას შემდეგ რაც ცესკო მიიღებს საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს, ეს დოკუმენტები აიტვირთება ცესკოს ვებ-გვერდზე - results.cec.gov.ge და ყველას ექნება შესაძლებლობა თვალი ადევნოს ამ პროცესს.
ბრიფინგის ბოლოს თამარ ჟვანიამ მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს საარჩევნო პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვისთვის.
იხილეთ ბმული:
ამომრჩეველთა აქტივობა 20:00