მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ცესკომ ამომრჩეველთა აქტივობის გენდერული სტატისტიკა გამოაქვეყნა - 20 ივლისი 2014

მეორე ტურში მონაწილე ამომრჩევლის უმრავლესობა იყო ქალი 

myrights.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში, 12 ივლისს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ქალთა მონაწილეობის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეორე ტურში მონაწილე ამომრჩევლის უმრავლესობა იყო ქალი  და შეადგინა საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლის 53.91%. სულ ხმა მისცა 332,865-მა ქალმა ამომრჩეველმა.

ქალი ამომრჩევლების მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა  თბილისი - 57%. დედაქალაქის ათივე ოლქში ქალი ამომრჩევლების აქტივობის მეტნაკლებად ერთნაირი მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და საშუალო აქტივობა მერყეობდა 55-59%- შორის.

რაც შეეხება რეგიონებს, აქ არჩევნებში მისული ამომრჩევლების 51% იყო ქალიქალები ყველაზე აქტიურები იყვნენ რუსთავში 54.79%, ოზურგეთში 54.38%, და მარტვილში 52.29%.

ცესკომ ასევე შეადარა არჩევნებში მისული ამომრჩევლების რაოდენობა მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას. სულ რეგისტრირებული ქალი ამომრჩევლებიდან 12 ივლისს ხმა მისცა 35%-მა. თბილისში არჩევნების მეორე ტურში რეგისტრირებულ ქალ ამომრჩეველთა 34% მივიდა. რაც შეეხება რეგიონებს, არჩევნებში რეგისტრირებული ქალი ამომრჩევლების 36%-მა მიიღო მონაწილეობა. შედარებით მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა ხონი 61%, თიანეთი 53% და თერჯოლა 52%. 

რაც შეეხება ქალ კანდიდატებს, აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ პარტიულ სიებში, დამატებითი დაფინანსების მისაღებად კანონით დადგენილი გენდერული ბალანსი ორმა საარჩევნო სუბიექტმა დაიცვა: საარჩევნო ბლოკიერთიანი ნაციონალური მოძრაობადანინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“.

მიმაგრებული დოკუმენტები:

ამომრჩეველთა აქტივობის გენდერული სტატისტიკა ოლქების მიხედვით / 12 ივლისი, 2014

რეგისტრირებული და არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების გენდერული სტატისტიკა / 12 ივლისი, 2014

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია