მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ცესკომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა - 23 ივლისი 2014

myrights.ge

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა. გამართულ სხდომაზე თამარ ჟვანიამ და კომისიის მდივანმა გიზო მჭედლიძემ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის შემაჯამებელ ოქმს მოაწერეს ხელი.

თბილისის მერად არჩეულია "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია, რომელმაც 12 ივლისის არჩევნებში ხმების 72,47 % (222 066 ხმა) მიიღო, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ნიკანორ მელიამ - 27,53% (84 350).

სხდომის ოქმში ჩანაწერი შევიდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის შესაბამისი საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი, კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, 13 მუნიციპალიტეტის გამგებლად და 7 თვითმმართველი ქალაქის მერად არჩეულ პირთა შესახებ.

კერძოდ, რუსთავის მერად არჩეულ იქნა დავით ჯიქია ("ქართული ოცნება"), მცხეთაავთანდილ ნემსიწვერაძე ("ქართული ოცნება"), გორიზურაბ ჯირკველაშვილი ("ქართული ოცნება"), თელავიპლატონ კალმახელიძე ("ქართული ოცნება"), ოზურგეთიბეგლარ სიორიძე ("ქართული ოცნება"), ბათუმიგიორგი ერმაკოვი ("ქართული ოცნება"), ფოთიირაკლი კაკულია ("ქართული ოცნება").

რაც შეეხება მუნიციპალიტეტების გამგებლებს, აღნიშნული თანამდებობა არჩევნების მეორე ტურის შედეგად შემდეგმა კანდიდატებმა დაიკავეს: ახმეტა – ბექა ბაიდაური ("ქართული ოცნება"), ყვარელი – ილია მზექალაშვილი ("ქართული ოცნება"), გორი – დავით ონიანიშვილი ("ქართული ოცნება"), თიანეთი – ლელა ქიტესაშვილი ("ქართული ოცნება"), მარტვილი – ალექსანდრე გრიგალავა ("ქართული ოცნება"), ქობულეთი – სულხან ევგენიძე ("ქართული ოცნება"), ბაღდათი – ირაკლი გეგშიძე ("ქართული ოცნება"), ხონი – ჯემალ მებუკე ("ქართული ოცნება"), ტყიბული – რობიზონ გვენეტაძე ("ქართული ოცნება"), ლანჩხუთი – ზაზა ურუშაძე ("ქართული ოცნება"), თერჯოლა – თეიმურაზ ჯაფარიძე ("ქართული ოცნება"), თელავი – ალექსანდრე შათირიშვილი ("ქართული ოცნება"), ხულო – ბესიკ ბაუჩაძე ("ქართული ოცნება").

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია