მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ყვითელი ავტობუსის მძღოლები გაფიცვით იმუქრებიან - 25 ივლისი 2014

ტრანსპორტის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი მძღოლებზე თავდამსხმელების დასჯას ითხოვს

myrights.ge

ტრანსპორტის მუშაკთა პროფკავშირი ფონიჭალაში, ყვითელი ავტობუსის მძღოლის სიკვდილში დამნაშავე პირის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. პროფკავშირის პრეზიდენტმა ლავრენტი ალანიამ, ავტობუსის მძღოლებსა და კონტროლიორებთან ერთად განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, პირველი შემთხვევა არაა, როცა მძღოლებზე ძალადობენ და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. ალანია აპირებს, გამოაქვეყნოს მძღოლებზე თავდასხმისა და ძალადობის სტატისტიკა.

22 ივლისს, ტრანსპორტის მუშაკთა პროფკავშირის ინიციატივით, თბილისში, რუსთავში, გარდაბანში, გორში, ქუთაისსა და ფოთში, ყვითელი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები, ასევე სასწრაფო სამაშველო სამსახურისა და კერძო ტრანსპორტის მძღოლები 1 წუთით შეჩერდნენ და საყვირი მისცეს. საქალაქო ტრანსპორტზე კი შავი ლენტები გაკეთდა.

ვერსიასთანსაუბრისას, ტრანსპორტის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი ლავრენტი ალანია აცხადებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ვითომ პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, ტელეეთერით მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, ტრანსპორტში ფული არ გადაეხადათ, ეცემათ მძღოლები და კონტროლიორები. ასეთი დამოკიდებულების გამო, სატრანსპორტო მუშაკებზე ზეწოლის 80-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც ხელისუფლების ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია, არავინ დაისაჯა, რის გამოც მგზავრები მძღოლებზე ზეწოლას თამამად აგრძელებენ. ამ დღეებში მსგავსი ფაქტი, იმავე ადგილას მოხდა, სადაც უდანაშაულო მძღოლი მოკლეს. დამნაშავე პოლიციამ დააკავა და სასამართლომ გამოუშვა. დღეს მძღოლი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს, ამიტომ არ გამოვრიცხავ, უახლოეს დღეებში სამუშაო შესრულებაზე საერთოდ უარი თქვან’‘.

ალანიას თქმით, ვითარებიდან გამოსავალი კანონის გამკაცრებაა. კანონში უნდა ჩაიწეროს _ ვინც მძღოლს შეაწუხებს, დაისჯება. დამნაშავის დადგენის გამარტივების მიზნით, ავტობუსებში ვიდეოკამერები უნდა დამონტაჟდეს. ახალ ავტობუსებში მძღოლის კაბინა იზოლირებული უნდა იყოს, ბოლო გაჩერებაზე კი პატრული მორიგეობდეს, განსაკუთრებით 7 საათის შემდეგ

 

მერაბ ბერიძე

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია