მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შსს 2007-2014 წლებში ოჯახური ძალადობის სტატისტიკას აქვეყნებს - 25 ივლისი 2014

მოძალადეებს შორის ჭარბობენ მამაკაცები - 1014

myrights.ge

შსს–ს ინფორმაციით, სულ 2007-2014 წლების (იანვარ-ივნისი) პერიოდში ძალადობის 1102 ფაქტი დაფიქსირდა, მათში მონაწილე 2223 პირით.

მოძალადეებს შორის ჭარბობენ მამაკაცები - 1014, ხოლო ქალების რაოდენობა შეადგენს 82-. აღნიშნულ პერიოდში ოჯახური ძალდობის მსხვერპლი გახდა 1010 ქალი და 117 მამაკაცი.

ოჯახური ძალადობის სახეებიდან საქართველოში ჭარბობს ფიზიკური (36%) და ფსიქოლოგიური ძალადობა (55%), ხოლო დანარჩენ ოჯახურ ძალადობებზე მთლიანად მოდის - 9%.

2013-2014 წწ. (6 თვეში) ოჯახური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით დევნა დაიწყო სსკ 11 პრიმა და 126 პრიმა მუხლებით 310 პირის მიმართ, აქედან 289 -მამაკაცი და 21 - ქალი.

დაზარალებულად ცნობილია 468 პირი, აქედან მამაკაცი - 96, ქალი - 372“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ ბმული:  

ოჯახური ძალადობა. 2007-2014 წწ. (იანვარ-ივნისი)

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია