მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„სამოქალაქო განვითარების ასოციაცია ჩემი უფლებები“ – ბაქოს სტადიონზე მომხდარი უგუნური პროვოკაცია აღარ უნდა გამეორდეს - 07 აგვისტო 2014

myrights.ge

არასამთავრობო ორგანიზაციასამოქალაქო განვითარების ასოციაცია ჩემი უფლებებიბაქოს სტადიონზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და საპასუხო შეხვედრის წინ ორივე მხარესუგუნური პროვოკაციისგანთავის შეკავებისკენ, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას საინგილოს პრობლემებზე კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდებს.

„ბაქოს სტადიონზე მომხდარი დაპირისპირება ყოვლად უგუნური პროვოკაცია იყო. საინგილოში (ისტ. ჰერეთში) უამრავი მწვავე პრობლემის შესახებ ბაქოსა და თბილისშიც ყველას კარგად მოეხსენება (ქართული სკოლა–სექტორების დახურვა, მშობლიურ ენაზე მოსამზადებელი კლასების გაუქმება, სასკოლო სახელმძღვანელოების შეტანის აკრძალვა, ბავშვებისთვის ქართული სახელების დარქმევაზე პრობლემების შექმნა და სხვ.), მაგრამ საქმე ადეკვატურ რეაგირებაზე რომ მიდგება, ყველა სირაქლემის პოზაში დგომას არჩევს. თბილისში, ვისაც ელემენტარული რეაგირება, აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ევალება, საკუთარ სკამს იმდენად უფრთხილდება, რომ „ნურას უკაცრავად“. დანარჩენები იმდენად გადაჯაჭვულები არიან „მოძმე ბიზნესინტერესებით“, რომ „რა დროს ჰერეთია, აგერ რუსის ტანკი 40 კილომეტრშია“... შედეგად, ინგილოების მწვავე პრობლემები იმდენად მიჩუმათებულია, რომ მასზე თბილისში კომპეტენტური ორგანოებიც კი ხმის ამოღებას ვერ ბედავენ, არიქა, მეზობელი და მეგობარი ქვეყანა არ გავაღიზიანოთო; რა გამოდის, რეალური პრობლემები მეგობრისთვის გამაღიზიანებელია და ბაქოს ცენტრალურ სტადიონზე „დარუბანდამდის“ ბანერის გამოფენა არა? ეს ბოლო ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს ქართული მხარის უპრინციპობასა და უპასუხისმგებლობაზე. ამ დროს, ზაქათლის რაიონის 15 ათასკაციან დაბა ალიაბადში (ისტ.ელისენი) ოთხი საშუალო სკოლიდან მხოლოდ ერთში შემორჩა ქართული სექტორი, მისი გაუქმებიდან მშობლიური ენის დაკარგვამდე, სრულ ასიმილაციამდე ერთი ნაბიჯია. დღევანდელი საქართველოს ფესვები საინგილოში, ტაოკლარჯეთში, ფერეიდანშია და მისი წაყრუებით მოჭრა–განადგურება, ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს – ხე ფესვებით იწყება, მას სათანადო ყურადღება, ხმის ამოღება, აზერბაიჯანელ ნამდვილ მეგობრებთან (და არა ასიმილაციის იდეოლოგ–შემსრულებლებთან) კოორდინირებული მუშობა სჭირდება და არა სხვისი მიბაძვით, არაფრისმთქმელი ბანერის გამოფენა მით უმეტეს იმ ფონზე, როცა რეგიონი დენთის კასრზეა. საქართველო–აზერბაიჯანის სტრატეგიულ მეგობრობას პოლიტიკური ალტერნატივა არ აქვს და ნებისმიერი საწინააღდეგო ნაბიჯი მტრის წისქვილზე დაასხამს წყალს. ამიტომ, დღევანდელი საპასუხო თბილისური შეხვედრის წინ, ყველამ პროვოკაციული ნაბიჯებისგან თავი უნდა შეიკავოს და ხელისუფლებამ კოორდინირებული მუშაობა დაიწყოს საინგილოს პრობლემების გადასაწყვეტად“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.     

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია