მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ლალი მოროშკინა ალექსანდე ჭიკაიძეს მიმართავს: ან ემიჯნებით „ჩამდებებს“, ან ხალხი გემიჯნებათ თქვენ! - 21 სექტემბერი 2014

myrights.ge

სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა ლალი მოროშკინამ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს ასეთი შინაარსის ღია წერილით მიმართა:

ღია წერილი ალექსანდრე ჭიკაიძეს

ბატონო მინისტრო!

მინდა ყველა დედის სახელით მოგმართოთ და გთხოვოთ დღეს შემოუერთდეთ აქციას 14.00 მრგვალ ბაღთან.

2003 წლიდან, მე პირადად ვებრძვი იმ მანკიერებას, რასაც ფასადური დემოკრატია და საზოგადოების ზომბირება ქვია!

პირადად ვმონაწილეობდი ყველა აქციაში ნაც.რეჟიმის დასამარცხებლად, ვაპროტესტებდი იარაღის და ნარკოტიკის "ჩადებას", ვოცნებობდი უკეთეს მომავალზე.

დიახ, 2012 წლის 1 ოქტომბერმა დაგვიბრუნა იმედი და გაგვიჩინა სამართლიანობის აღდგენის განცდა და ამისათვის ყველამ ერთად თავდაუზოგავად ვიბრძოლეთ!

მაგრამ მთავარი გამარჯვება არ არის, მთავარი ამ გამარჯვების შენარჩუნებაა!

მე კარგად ვიცნობ თქვენს ოჯახს, მჯერა რომ მამის საქმის ღირსეული გამგრძელებელი ხართ, მიმაჩნია, რომ ზუსტად ასეთი უნდა იყოს ქალაქის მთავარი პოლიციელი: პატრიოტი, ჰუმანური, პრინციპული, თავისი ადამიანური პლუსებით და მინუსებით. ჩემთვის ის უფრო მისაღებია, რომ შსს მინისტრის ერთადერთი მინუსი იყოს გამართული კომუნიკაციის პრობლემა, ვიდრე მის პლუსად ითვლებოდეს, რომ ის კაციჭამია, პათოლოგი, არაკათმოყვარე, ელიტური კორუფციის მამა, ქვეყნის "გამრუდებული ხერხემალი" გირგვლიანის, ვაზაგაშვილის და ასეულობით უდანაშაულო ბიჭის მკვლელია...

დღეს თქვენ უდიდესი გამოწვევის წინ დგახართ!!!!

ბატონო ლექსო, დღეს თქვენ ან ემიჯნებით თქვენს უწყებაში მომუშავე "ჩამდებებს", ან ხალხი გემიჯნებათ თქვენ!

კმარა ქართული გენოფონდის "წმენდა"!

მობრძანდით ხალხთან, გაესაუბრეთ მათ, არ დაშორდეთ იმ საზოგადოებას, რომელმაც ხმა მისცა "ოცნებას", ნუ აღმოჩნდებით "ნაციონალების" საბოტაჟის პაიკი, მაშინ როდესაც თქვენგან გენერლობას ველით!

რატომ უნდა მივიდეთ დღეს 14.00 მრგვალ ბაღთან?

იმიტომ რომ გვიყვარს საქართველო!

პატივისცემით, ლალი მოროშკინა

Nino Giorgobiani, დიდი იმედი მაქვს, რომ მინისტრი წაიკითხავს ამ მიმართვას (რედ. სტილი დაცულია).  

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია