მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თბილისში დასაქმების ფორუმი გაიხსნა - 22 სექტემბერი 2014

25 ათასამდე ადამიანს შესაძლებლობა ექნება CV პოტენციურ დამსაქმებლებს გააცნოს

myrights.ge

ექსპო-ჯორჯიას მე-4,5,6 პავილიონებში დასაქმების ფორუმი გაიხსნა. ეს სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული პირველი მასშტაბური ფორუმია, სადაც 25 ათასამდე ადამიანს შესაძლებლობა ექნება უშუალოდ შეხვდეს და საკუთარი მონაცემები (CV) გააცნოს პოტენციურ დამსაქმებლებს.

დასაქმების ფორუმში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე დაახლოებით 180-მდე კომპანია იღებს მონაწილეობას, რომლებიც მათთვის საინტერესო ვაკანსიებზე დაასაქმებენ ფორუმში მონაწილე დასაქმების მსურველებს. გასაუბრებისთვის თითოეულ ინტერვიუერს 3-4 წუთი ექნება. სპეციალურ ონლაინ -მისამართზე რეგისტრაცია 5507-მა მსურველმა გაიარა.

ფორუმში მონაწილეობენ უმაღლესი სასწავლებლები, ტურისტული კომპანიები, საავადმყოფოები, კლინიკები, ბანკები, მარკეტები და სხვადასხვა უწყებები. ღონისძიება სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა გაიოზ თალაკვაძემ გახსნა, პრეზენტაციაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა განათლების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა, დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ელგუჯა მელაძემ და ევროკავშირის პროექტების უფროსის მოადგილემ სტეფან სტორკმა.

გასაუბრებაში მონაწილეობა შესაძლებელია მათთვის, ვინც წინასწარ იყო დარეგისტრირებული შრომითი ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში- WWW.WORKNET.GOV.GE-ზე და ფორუმისთვის სპევციალურად დარეგისტრირდა ონლაინ-მისამართზე- WWW.SSA.GOV.GE

ყველა სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ უმუშევრობა არის უმთავრესი პრობლემა ქართული საზოგადოებისთვის სიღარიბესთან ერთად.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია