მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო არასოდეს დათმობს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს - 27 სექტემბერი 2014

საქართველოს პრემიერი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

myrights.ge

საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია, ევროატლანტიკური არჩევანი, ეკონომიკა, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, ურთიერთობა რუსეთთან და უკრაინის მხარდაჭერა, - ამ თემებზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო- ტრიბუნიდან.

ვოცნებობ იმ დღეზე, როცა ყველანი ერთად ვიცხოვრებთ და ჩვენს შორის მშვიდობა და კეთილდღეობა დაისადგურებს", - ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო- ტრიბუნიდან აფხაზებს და ოსებს მიმართა.

საქართველო არასოდეს დათმობს თავის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამავე დროს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვიძიოთ ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებთან შერიგების გზები", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერმა რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობის სტრატეგიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მცდელობებს, შეამციროს დაძაბულობა და ხელი გაუწოდოს რუსეთს, თანამშრომლობის იმავე სულისკვეთებით გამსჭვალული პასუხი არ მოჰყოლია.

ჩვენ გადავდგით ყველა კონსტრუქციული ნაბიჯი. ახლა ჯერი რუსეთის ხელისუფლებაზეა, შეწყვიტოს ოკუპაცია და დაადგეს მშვიდობისკენ მიმავალ გზას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გენერალური ასამბლეის 69- სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ყურადღება რეგიონში მიმდინარე პროცესებსაც დაუთმო.

მთავრობის მეთაურმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებები სამხედრო მოქმედებებს წერტილს დაუსვამს.

ჩვენი განსაკუთრებული სატკივარია უკრაინაში მიმდინარე პროცესები. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და შეძლებისდაგვარად მხარში ვუდგავართ მოძმე უკრაინელ ხალხს", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს დასავლურ არჩევანს და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციისა და ნატოში გაწევრიანებისკენ გზაზე ფართომასშტაბიანი რეფორმები გრძელდება.

 

იხილეთ პრემიერის გამოსვლის სრული ტექსტი. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია