მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კრიზისების მართვის საბჭო საგანგებო განცხადებას ავრცელებს - 28 სექტემბერი 2014

დასავლეთ საქართველოს მთელს სანაპირო ზოლზე მოსალოდნელია ძლიერი ქარი და უხვი ნალექი

myrights.ge

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი საგანგებო შტაბი, სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის ხელმძღვანელობით, დღეს ქუთაისში შეიკრიბა. ადგილზე იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროების, სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. დაისახა სწრაფად განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებები. აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში განთავსდება დამხმარე შტაბები, სადაც თავს მოიყრიან სამინისტროების, გუბერნიებისა და სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები.

28 სექტემბრის საღამო საათებიდან დასავლეთ საქართველოს მთელს სანაპირო ზოლზე მოსალოდნელია ძლიერი ქარი და უხვი ნალექი, რის გამოც, სავარაუდოდ, მდინარეებში წყლის დონე სახიფათოდ მოიმატებს. ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი შტორმი. მსგავსი ოდენობის ნალექმა, შესაძლოა, გამოიწვიოს ღვარცოფული და მეწყრული მოვლენები, განსაკუთრებით აჭარის, გურიისა და სამეგრელოს მაღალმთიანეთში.

მეტეოროლოგების ვარაუდით, აღნიშნული ვითარება 28 სექტემბრის ღამესა და 29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება, ხოლო 29 სექტემბრის ღამისთვის ნალექის დონე და ქარის მაჩვენებელი სავარაუდოდ მოიკლებს.

საგანგებო შტაბის ყველა სამინისტრო თავისი მიმართულებით შეუდგა აუცილებელი ღონისძიებების გატარებას.

საგანგებო შტაბი მინდია ჯანელიძის ხელმძღვანელობით, დღეს 01:00 საათზე, სუფსაში, საზღვაო ოპერაციების ცენტრში შეიკრიბება, სადაც მიღებული დავალებების შესრულების შესახებ ანგარიში გაკეთდება. საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განგრძობს“, - ნათქვამია განცხადებაში.  

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია