მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიციამ ყაჩაღობისა და ქურდობის ფაქტები ცხელ კვალზე გახსნა - 30 სექტემბერი 2014

myrights.ge

შსს- საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული აკაკი . ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა „112“-დან მიიღო შეტყობინება საბურთალოზე, ვაზისუბნის ქუჩაზე მომხდარის შესახებ. ადგილზე მისულ პოლიციელებს ტაქსის მძღოლმა განუცხადა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ყაჩაღურად თავს დაესხა, დანის მუქარით ფული მოსთხოვა, 15 ლარი წაართვა და მიიმალა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, აკაკი . მომხდარიდან რამდენიმე წუთში, კანდელაკის ქუჩაზე დააკავეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა - ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179 - მუხლის 1-ლი ნაწილით).

ასევე, შსს- თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რეზო . და 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თენგიზ . ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა ღამით, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე სსიპ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის N10 ფილიალის ერთ-ერთ ოთახში ფარულად შეაღწიეს, ცენტრის თანამშრომლების სამკაულები და სხვადასხვა აქსესუარები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რეზო . და თენგიზ . მომხდარიდან ერთ საათში, თბილისში, გულუას ქუჩაზე დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია