მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ზაზა დავითაიას ცემის ფაქტი ხელისუფლების უმოქმედობის დამასახურებაა“ - 09 ოქტომბერი 2014

myrights.ge

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას მიმართ ჩადენილ ფიზიკურ ანგარიშსწორება არის ამაზრზენი ფაქტი და მიუღებელი დემოკრატიული საზოგადოებისთვის:

ჩემთვის, შოკისმომგვრელი იყო დასისხლიანებული ჟურნალისტის ყურება. რომელიც მოთავსებულია სავადმყოფოში. ეს არ არის არანაირი პოლიტიკური დაპირისპირება, არის კრიმინალი, რომელიც ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა იქნეს აღკვეთილი. სამოქალაქო საზოგადოებას შევახსენებ, რომ ზაზა დავითაია იყო პირველი ჟურნალისტი, რომელმაც ციხის სკანდალური კადრების გამოქვეყნებამდე ერთი წლით ადრე გაახმაურა საპატიმრო დაწესებულებებში მიმდინარე საშინელი ვანდალური წამების ფაქტები, სწორედ ზაზა დავითაიას დახმარებით გადაურჩა უამრავი პატიმარი წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. ზაზა დავითაია იყო პირველი, ვინც გვერდში დაუდგა სქესობრივი ძალადობის მსხვერპლ მალხაზ არქანიას და მის ოჯახს“.

ხატიაშვილის აზრით, ზაზა დავითაიას ცემის ფაქტი დღევანდელი ხელისუფლების უმოქმედობის დამასახურებაა:

სამართალდამცავმა ორგანოებმა არც ერთი მოქალაქის ცემის ფაქტის გამო არ ჩაატარეს ეფექტური გამოძიება და არც ერთი მოძალდე არ იქნა დასჯილი კანონის მთელი სიმკაცრით. განსაკუთრებით აღამაშფოთებელია თავისუფალი პროფესიის მქონე პირებზე თავდასხმები. მიმდინარე წელს რამდენიმე ადვოკატი იქნა ნაცემი მოძალადეების მიერ. ცნობილია ყველა მოძალადის ვინაობა, პროკურორმა ბაჩიაშვილმა პროკურატურის შენობაში სცემა ადვოკატი რომეო საჯაია, ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანმა გოგა ბერძენიშვილმა სასამართლოს შენობაში ადვოკატი ნონა კირთაძე, ირაკლი კაკაბაძემ სასამართლოს შენობაში ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი და .. მაგრამ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების უმოქმედობამ წაახალისა მოძალადეები, რომლებიც გაუსწორდნენ ცნობილ ჟურნალისტს ზაზა დავითაიას. ხელისუფლება ვალდებულია, ჟურნალისტის და უფლებადამცველი ზაზა დავითაიას მიმართ განხორცილებული თავდასხმის ფაქტის გამო, ერთხელ მაინც, ქვეყანაში ჩაატაროს ეფექტური გამოძიება. რაც კარგი გაკვეთილი იქნება შესაძლო მოძალადეებთან მიმართებაში“.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურორების მოთხოვნა, გაზეთასავალ-დასავალისჟურნალისტის ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე ეჭვიტანილი ფარნაოზ ჭკადუასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე. მოსამართლემ ჭკადუას 4000 ლარის ოდენობით  გირაოს გადახდა შეეფარდა, ჭკადუამ თანხა 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს, მანამდე ეჭვიტანილი  წინასწარპატიმრობაში დარჩება. სასამართლოზე თავად ჭკადუამ წაყენებული ბრალდება აბსურდულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტის ცემა ორგანიზაციათავისუფალი თაობის“’ პროვოცირებული იყო.

გირაოს გადახდა შეეფარდა ასევე დავით გოგოხიას, რომელსაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით ასამართლებდნენ. მას 6000 ლარის გადახდა დაეკისრა. მანამდე  ის, ასევე პატიმრობაში დარჩება. ჭკადუაც და გოგოხიაც მოძრაობათავისუფალი ზონისწევრები არიან.

ასავალ დასავალისჟურნალისტის ცემის ფაქტზე სასამართლო განხილვები 19 ნოემბერს გაგრძელდება.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია