მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შსს-მ მძევლად აყვანის ფაქტზე ყოფილი სოდის და კუდის თანამშრომლები დააკავა - 13 ოქტომბერი 2014

myrights.ge

შსს- ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ანუ კუდის თანამშრომელი - 1962 წელს დაბადებული დურმიშხან ღვაჩლიანი, ყოფილი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ანუ სოდის თანამშორმელი - 1977 წელს დაბადებული ჯემალ შონია, ასევე 1983 წელს დაბადებული ალექსანდრე ჭანტურია და 1978 წელს დაბადებული გიორგი ქალდანი ანგარებით, ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა დაგეგმეს და განახორციელეს რამინ გიორხელიძის შვილის, იოსებ გიორხელიძის გატაცება. 10 ოქტომბერს ჯემალ შონიამ და გიორგი ქალდანმა მოტყუებით შეაღწიეს გიორხელიძის სახლში, იარაღის მუქარით გამოიყვანეს სახლიდან იოსებ გიორხელიძე, რომელსაც ფულის გამოძალვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. გამტაცებლები იმავე დღეს დაუკავშირდნენ რამინ გიორხელიძეს და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 300 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. რამინ გიორხელიძემ სამართალდამცველებს მიმართა.

სამართალდამცველებმა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 12 ოქტომბერს ჯემალ შონია და ალექსანდრე ჭანტურია - თბილისში, ხოლო 13 ოქტომბერს დურმიშხან ღვარჩლიანი დაბა წყნეთში და გიორგი ქალდანი სოფელ არმაზში დააკავეს. გიორგი ქალდანის პირადი ჩხრეკისასტე-ტე“- სისტემის პისტოლეტი, ვაზნები და 10 000 დოლარი ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით)“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.  

შსს-ს ოპერატიულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირმა ნადირაშვილი "ფეისბუქზე" წერს:

„გატაცებულ ახალგაზრდას პოლიცია 3 დღის განმავლობაში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებდა. წუხელ გვიან ღამით, სატელეფონო ანძების საშუალებით დაადგინეს, რომ გატაცებული საგურამოს ტყეში ჰყავდათ დამალული. სპეცოპერაცია დღეს შუადღით ჩატარდა. სამწუხაროა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს, თავისი მოვალეობა ინფორმაციის დამალვა ჰგონია.

თამაზაშვილის დროში დავბრუნდით. პანკისში ადამიანებს რომ იტაცებდნენ, აი იმ დროში“.

„ბოლოს როდის გახსოვთ, რომ ადამიანი გამოსასყიდის მიღების მიზნით გაეტაცებინათ? საგურამოში ადამიანი 5 დღე ჰყავდათ გატაცებული და 30 000 დოლარს ითხოვდნენ. მხოლოდ დღეს მიაგნო პოლიციამ. რადგან მიხვდნენ, რომ ინფორმაციამ გაჟონა, იძულებულები გახდნენ და 8.30 წუთზე ბრიფინგი დანიშნეს.

შსს-ს სასაცილო მინისტრს მინდა მივმართო. რა დროა კარებში დგომაა. დაცვას მიხედეთ; ბატონო ალექსანდრე, დაცვას!“

ასევე იხილეთ ვიდეობმულები: 

https://www.youtube.com/watch?v=qBwVzRE77BI

https://www.youtube.com/watch?v=k2elRr1QzQ8

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია