მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თბილისის მერიასა და გამგეობებში ატესტაციის თარიღი კვირის ბოლომდე ცნობილი გახდება - 15 ოქტომბერი 2014

myrights.ge

თბილისის მერიასა და გამგეობებში ატესტაციის თარიღი მიმდინარე კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ატესტაციის თარიღის გამოცხადებისთანავე, ტესტების ნიმუში, ატესტაციის წესებთან ერთად, გამოქვეყნდება თბილისის მერიისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდებზე, ასევე, გამოიკვრება მერიაში, საქალაქო სამსახურებსა და რაიონულ გამგეობებში, რათა საჯარო მოხელეები წინასწარ იყვნენ ინფორმირებული, თუ რა სახის ტესტები იქნება ატესტაციაზე.

აქვე, გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის მერიასა და მუნიციპალიტეტებში თანამშრომელთა ატესტაციასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს იმის თაობაზე, თითქოს საგამოცდო ტესტები წინასწარ დაურიგდა თანამშრომელთა ნაწილს. ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ატესტაცია არ ეხება მერიის ადმინისტრაციასა და სხვა საქალაქო სამსახურებში, ასევე, გამგეობებში დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ პირებს, ვინაიდან, კანონის თანახმად, მათ კონკურსში უნდა მიიღონ მონაწილეობა. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახლად დანიშნული თანამშრომლებისთვის წინასწარ გახდა ცნობილი ტესტები, რათა კარგად მოემზადონ ტესტირებისთვის, არ შეესაბამება სინამდვილეს.

რაც შეეხება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ ტესტების ნიმუშს, ეს არის 2013 წლის ივლისში დუშეთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე ატვირთული დოკუმენტი, რომლის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://www.dusheti.org.ge/?m=4&sm=4&ID=221#Doc221“, - ნათქვამია დედაქალაქის მთავრობის განცხადებაში.

ამ ფონზე, გათავისუფლებულ თანამშრომელთა ნაწილი მერიასთან მორიგ აქციას მართავს და ატესტაციის პროცესს აპროტესტებს.

შეგახსენებთ არასამთავრობო ორგანიზაციების (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)) განცხადებას თბილისის მერიაში დასაქმებული პირების სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დევნის შესახებ:

კიდევ ერთხელ გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის მერიის თანამშრომლების სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დევნის საკითხს. აღნიშნული პრობლემის შესახებ ჩვენ კვლავ მოგვმართეს მერიაში დასაქმებულმა პირებმა. ისინი აცხადებენ, რომ 2014 წლის აგვისტოდან სისტემატურად ხორციელდებოდა ზეწოლა პირადი განცხადებების საფუძველზე თანამდებობის დატოვების მოთხოვნით. მათი ინფორმაციით, მსგავს უკანონო ქმედებებში სამსახურის უფროსი, მისი მოადგილე, ასევე მათთვის უცნობი პირი (მათივე ვარაუდით პოლიციის თანამშრომელი), მონაწილეობდა.

აღნიშნული პირები მიუთითებენ შემდეგს:

იორგი ხაბურზანიას განმარტებით, მას განცხადების დაწერას ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გეგა ნიჟარაძე და მისი მოადგილე, დავით მედუაშვილი, აიძულებდა, მიზეზად კი მის პოლიტიკურ შეხედულებებს ასახელებდნენ. გიორგი ხაბურზანიამ საიას იურისტებს გააცნო აუდიო ჩანაწერი. ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას დავადასტუროთ ჩანაწერის ავთენტურობა, თუმცა მისი შინაარსი ამყარებს .ხაბურზანიას მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული უკანონო მოქმედებების ვარაუდს.

გიგა მაქაცარია აცხადებს, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა და მისმა პირველმა მოადგილემ დაიბარეს და მოსთხოვეს დაეწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ არ დაწერდა განცადებას, მოიკითხავდენენ მის საქმეებს წინა სამსახურში (გიგა მაქაცარია მანამდე მუშაობდა პოლიციაში), ,,გაუფუჭებდნენ პირად საქმესდა ისე გაათავისუფლებდნენ. გიგა მაქაცარია განმარტავს, რომ ამ საუბარს ესწრებოდა მისთვის უცნობი პიროვნება, მისი ვარაუდითნ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი, რომელიც უდასტურებდა  სამსახურის უფროსს და პირველ მოადგილეს, რომ ის მოიკითხავდა .მაქაცარიას საქმეებს და ,,გააფუჭებდნენ“.

კახაბერ ბუსკივაძე, რომელიც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში 2008 წლიდან მუშაობს, აცხადებს, რომ 2014 წლის აგვისტოს ბოლოს სამსახურის უფროსმა ,,განუმარტა“, რომ ,,გუნდი მიდის, გუნდი მოდისდა ვინც წამყვან პოზიციებზე მუშაობდა, ყველას მოუწევდა სამსახურის დატოვება. .ბუსკივაძის ინფორმაციით, უფროსმა ასევე განუცხადა, რომ ყველანაირად შეეცდებოდა მის სამსახურში დატოვებას ერთი საფეხურით დაბალ პოზიციაზე, თუმცა ეს მხოლოდ მასზე არ იყო დამოკიდებული და ზემოდან ელოდებოდა დავალებებს. . ბუსკივაძე მიუთითებს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებული იყო დათანხმებოდა დაქვეითებას და მთავარ სპეციალისტად გადაყვანას.

ნიკოლოზ ნამიჭეიშვილი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. 2014 წლის 18 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდში იგი ასევე პირადი განცხადების საფუძველზე ორჯერ იქნა დაქვეითებული.

მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევებში დაქვეითება პირადი განცხადებების საფუძველზე განხორციელდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები აღნიშნულ პირებს საკუთარი ინიციატივით მიეღოთ და ხელმძღვანელი თანამდებობებიდან რიგით პოზიციაზე გადასვლა საკუთარი გადაწყვეტილებით მოეთხოვათ.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამოითქვა საფუძვლიანი ვარაუდი, რიგ შემთხვევებში, თბილისის მერიიდან საჯარო მოხელეთა გათავისუფლების აშკარა თუ ფარული ზეწოლის ფონზე განხორციელების პრაქტიკის შესახებ. აღნიშნულის თაობაზე ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და შესაბამის ორგანოებს სათანადო რეაგირებისაკენ მოვუწოდეთ. მიუხედავად არაერთი ფაქტისა, დღემდე არ არის ცნობილი თუ რა რეაგირებას ახდენენ სამართალდამცავი ორგანოები მსგავს ინფორმაციაზე.

ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 169- მუხლის თანახმად, ,,პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე" დანაშაულს წარმოადგენს. მოვუწოდებთ ყველა შესაბამის ორგანოს, შეისწავლოს ზემოაღნიშნული შემთხვევები და მოახდინოს სათანადო რეაგირება. ასევე მივმართავთ . თბილისის მერს, უზრუნველყოს მერიაში დაგეგმილი ატესტაციისა და კონკურსის ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართვა.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია