მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავრობა საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციის მიზნით ერთიან გეგმას შეიმუშავებს - 18 ოქტომბერი 2014

myrights.ge

საქართველოს მთავრობა რუსეთსა და აფხაზეთს შორისმოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ხელშეკრულების საკითხზე საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციის მიზნით ერთიან სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს, - აღნიშნული დავალება მინისტრთა კაბინეტის წევრებმა პრემიერ-მინისტრისგან უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე მიიღეს, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერის დავალების შესაბამისად, ყველა უწყებამ უახლოეს მომავალში უნდა წარადგინოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, მათ შორის საგარეო აქტივობების მიმართულებით.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ განაცხადა, საქართველოს ინტერესების, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ყველა საერთაშორისო მექანიზმი იქნება გამოყენებული. სამოქმედო გეგმის განხორციელებაში ჩართული იქნება ხელისუფლების ყველა შტო. ჯანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ საკითხისადმი კონსოლიდირებული მიდგომა სათანადო შედეგებს გამოიღებს.

შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო დღეს გაფართოებული ფორმატით გაიმართა. სხდომაზე განიხილეს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორისმოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმა. ასევე, 17 ოქტომბერს, „რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის მცდელობის თაობაზე", პარლამენტის მიერ განცხადების მიღების შემდგომ, განსახორციელებელი ნაბიჯები.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს მიმართა, რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით პოზიცია შეიმუშაოს, რის შემდეგაც უშიშროების საბჭოს მოიწვევს.

აფხაზეთის დე - ფაქტო პარლამენტში რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმების პროექტს განიხილავენ. შეთანხმების პროექტი, რომელიც 6 თავისა და 25 მუხლისგან შედგება, "აფსნიპრესის" ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და გაერთიანებული ჯარების დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს.

შეთანხმების პროექტის მე-5, "თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ" მუხლი ითვალისწინებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და აფხაზეთს შორის გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას "აგრესიის მოსაგერიებლად გაეროს წესდების 51 მუხლის თანახმად და ამ დაჯგუფების სამმართველოს ინფორმირებას".

ამას გარდა, შეთანხმება ითვალისწინებს საერთო თავდაცვითი ინფრასტრუქტურის შექმნას და ერთობლივ მოქმედებებს აფხაზეთის .. საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ერთიანი სოციალური და ეკონომიკური, საერთო კულტურული და ჰუმანიტარული სივრცეების შექმნას.

ამავე პროექტით, რუსეთი ყოველმხრივ ხელს შეუწყობს აფხაზეთის საერთაშორისო კავშირების უზრუნველყოფას, მათ შორის იმ სახელმწიფოების წრის გაფართოებას, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ასევე, შექმნის წინაპირობას აფხაზეთის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებისთვის.

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, რომელიც ამ შეთანხმების პროექტის დეფაქტო პარლამენტში განხილვას დაესწრო, შეთანხმება რუსეთის მხარემ მოამზადა და აფხაზეთში დიპლომატიური არხებით ჩაიტანეს.

გარდა ამისა, რუსულ გამოცემა "ვედომოსტის" რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს გაფართოებულ და შევსებულ ვარიანტს აფხაზეთთან 2008 წელს ხელმოწერილი შეთანხმებისა. გამოცემის წყაროს ინფორმაციითვე, საუბარი აფხაზეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შევიწროებაზე არ მიმდინარეობს და მოსკოვში მიაჩნიათ, რომ შეთანხმების უდიდესი ნაწილი სოხუმში ნეგატიურ რეაქციას არ გამოიწვევს.

ამ დოკუმენტს .. აფხაზურ პარლამენტშიც უარყოფითი შეფასება მოჰყვა. აფხაზი .. დეპუტატები აფხაზეთსა და რუსეთს შორის გასაფორმებელ შეთანხმებას "სუვერენიტეტის დაკარგვად" აფასებენ.

ასევე იხილეთ ვიდეობმულები:

https://www.youtube.com/watch?v=kJc4Vlp71kM

https://www.youtube.com/watch?v=2OcG_qhKn_M

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია