მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ირაკლი ღარიბაშვილი: ოჯახური ძალადობის მიზეზები კომპლექსურ გამოკვლევას საჭიროებს - 22 ოქტომბერი 2014

ძალადობის თემაზე უწყებათაშორისი ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

myrights.ge

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ძალადობის თემაზე უწყებათაშორისი ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორის ჯგუფში შემავალი სტრუქტურების ხელმძღვანელებს სამოქმედო გეგმის შემუშავება და კომპლექსური ღონისძიებების გატარება დაავალა. მისი განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო მუშაობს ოჯახში ძალადობის საკითხებზე შექმნილი კომისიის შემადგენლობის შეცვლაზე. ამასთან დაკავშირებით, პრემიერმა იუსტიციის მინისტრს პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში საზოგადოებას ძალადობის პრევენციის საერთო ეროვნული სტრატეგიას წარუდგენს. განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება დაევალა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო სტრუქტურებს საზოგადოების წარმომადგენლებთან და არასამთავრობო სექტორთან კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა.

ჩართეთ ყველა სპეციალისტი, საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ვინც ოჯახურ ძალადობაზე, ქალთა უფლებებზე და მათ სოციალურ ჩართულობაზე მუშაობს. და რაც მთავარია კიდევ ერთხელ ვიმეორებ დეტალურად ჩავაყენოთ საქმის კურსში და ჩავრთოთ პროცესში ჩვენი საზოგადოება,"-აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განმარტებით ოჯახური ძალადობის მიზეზები კომპლექსურ გამოკვლევას საჭიროებს.

ის რაც ხდება, კომპლექსური გამოსაკვლევია. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს კანონებს, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს რელიგიას. ფაქტია, რომ ძალადობა შობს ძალადობას, აგრესია აგრესიას, წლების განმავლობაში ნანახს და მოსმენილს, ზოგიერთისთვის კი საკუთარ თავზე გადატანილ წამების, მკვლელობის, დევნის, რეპრესიების შემდეგ გასაკვირი არაა რომ ფსიქოლოგიურ პრობლემებთანაც გვქონდეს საქმე,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრის დაწყების წინ.

უწყებათაშორისი ჯგუფის პირველი შეხვედრას იუსტიციის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, განათლების მინისტრი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ესწრებოდნენ.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია