მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შსს-მ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას დევნის ფაქტზე ერთი პირი დააკავა - 24 ოქტომბერი 2014

myrights.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, გაზეთ "ასავალ-დასავალი"-ს ჟურნალისტ ზაზა დავითაიას დევნის ფაქტზე, 1982 წელს დაბადებული ავთანდილ კ. დააკავეს.

„ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჟურნალისტ ზაზა დავითაიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ჟურნალისტი სტაციონარში გადაიყვანა. სამართალადამცველებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ავთანდილ კ. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ადამიანის დევნის ფაქტზე მიმდინარეობს სიტყვის, აზრის გამო, ან/და მის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩადენილია ძალადობით (საქართველოს სსკ-ს 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ზაზა დავითაია უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ პირველი თავდასხმისას მას ჟურნალისტებმა მხარი არ დაუჭირეს. "ნაწყენიც ვარ და ნატკენიც", - ამბობს "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი.

ასევე იხილეთ ბმული: 

http://myrights.ge/index.php?do=fullmod/news&id=1572

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია