მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველოს მთავრობა აფხაზეთ-რუსეთს შორის ე.წ. „მოკავშირეობის“ ხელშეკრულების მოსალოდნელი გაფორმებით შეშფოთებულია - 27 ოქტომბერი 2014

myrights.ge

საქართველოს მთავრობა აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის .. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ხელშეკრულების მოსალოდნელი გაფორმებით შეშფოთებულია.

.. ხელშეკრულების საკითხის გარშემო გაიმართა არაერთი შეხვედრა, როგორც მთავრობის წევრებს შორის, ასევე უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს ფორმატში. საქართველოს მთავრობის სხვადასხვა უწყებებს, უცხოეთში მოქმედ საქართველოს დიპლომატიურ მისიებს  კონკრეტული დავალებები მიეცათ. ინფორმაციები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაეგზავნათ საქართველოში მოქმედ უცხოურ დიპლომატიურ მისიებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთად, მზად არის მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი ფორმატის შეხვედრაში, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვას დაეთმობა. ამ საკითხზე პრემიერ-მინიტრსა და პრეზიდენტს შორის გაიმართა საუბარი. ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელიც 28 ოქტომბერს 18:00 საათზე გაიმართება“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია