მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
აფხაზებს რუსეთთან მათთვის მისაღები „მოკავშირეობა“ სურთ - 29 ოქტომბერი 2014

myrights.ge

მოსკოვის მიერ სოხუმისთვის შეთავაზებულიმოკავშირეობისა და ინტეგრაციისხელშეკრულება აფხაზეთის  სხვადასხვა წრეებში აქტიურად განიხილება. იქაური საზოგადოება იმედოვნებს, რომ დე ფაქტო პარლამენტი შესწორებებს გაითვალისწინებს და საბოლოოდ, მათთვის მისაღებ ვარიანტს მხარს დაუჭერს. ამ თემაზე სტატიას რუსულენოვანიკავკაზსკი უზელიაქვეყნებს.

აფხაზეთის ხელისუფლება, რუსეთთან ხელშეკრულების საკუთარი ვერსიის შედგენისას საზოგადოების წინადადებებს გაითვალისწინებს, მიიჩნევენკავკაზსკი უზელისმიერ გამოკითხული  ექსპერტები.

როგორც გამოცემა წერდა, აფხაზეთის პარლამენტში შევიდა რუსეთთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების პროექტი, რომელიც ერთობლივი თავდაცვითი ინფრასტრუქტურის, ერთიან საბაჟო და ეკონომიკური სივრცის შექმნას ითვალისწინებს. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ აფხაზური მხარე პროექტს ამ სახით ხელს არ მოაწერს.

ჩვენ პარლამენტთან, საექსპერტო საზოგადოებასთან და სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით ვაპირებთ ხელშეკრულების ტექსტის საკუთარი რედაქციის შემუშავებას, რომლითაც რუს პარტნიორებთან მოლაპარაკებებზე წარვდგებით“, - აცხადებს ხაჯიმბა

კავკაზსკი უზელმარუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულებანორმატიული აქტებისგანყოფილებაში გამოაქვეყნა. ხელშეკრულების პროექტის განხილვამ მასობრივი ხასიათი მიიღო, მიიჩნევს აფხაზეთში გამომავალინუჟნაია გაზეტასმთავარი რედაქტორი იზიდა ჭანია.

დოკუმენტი პარლამენტში, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებში განიხილება. სხდომები ჩაატარეს სახალხო ერთიანობის ფორუმმა, ვეტერანთა ორგანიზაციებმაარუუამდააბაშამ“, პარტიაამცახარამ“ - უბრალოდ დარბაზები დაიქირავეს და დისკუსიები გამართეს. სტუდენტებმა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმსჯელეს, სადაც ყოფილი საგარეო საქმეთა  მინისტრი სერგეი შამბა მიიწვიეს. ჩვეულებრივი ადამიანები მას სოციალურ ქსელებში განიხილავენ“, - ამბობს ის

იზიდა ჭანია სპეციალურად აღნიშნავს, რომ განხილვა სრულიად თავისუფლად მიმდინარეობდა. „წლების განმავლობაში, პირველად საკითხი თავისუფალ რეჟიმში განიხილება, არანაირიზემოდანჩარევა არ არის“, - განაცხადა მან.

გაზეთჩეგემსკაია პრავდასრედაქტორმა ინალ ხაშიგმა იმ სივრცეებს შორის, სადაც რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება განიხილება, ასევე აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატა დაასახელა. „ახლა ის პრაქტიკულად ყოველდღიურად პარლამენტში განიხილება“, - ხაზს უსვამს ხაშიგი.

ინალ ხაშიგი ასევე აღიარებს, რომ დისკუსიებზე სრული თავისუფლებაა, განხილვების დონეც განსხვავებულია. ზღვარგადასული ემოციები ჭარბობდაამცახარასდისკუსიაზე, სადაც ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი მოვიდა, ხოლო პარლამენტში მას უფრო სპეციალისტები განიხილავენ“, - ამბობს ის

ამასთან, ექსპერტისთვის დისკუსიის თავისუფლება მოულოდნელი არ ყოფილა. „საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე ნებისმიერი საკითხი საზოგადოების მონაწილეობით განიხილება. ეს ჩვენი ძველი აპრობირებული ინსტრუმენტია“, - აცხადებს ინალ ხაშიგი.

ხელშკრულების ტექსტის ფორმირებაზე დისკუსიების შესაძლო გავლენაზე საუბრისას ჭანია ხაზს უსვამს, რომ მსგავსი განხილვებიდან პარლამენტში წინადადებები შემოდის და იმედოვნებს, რომ ისინი ხელშეკრულების აფხაზური ვერსიის შექმნაზე მნიშვნელოვან ზემოქმედებას მოახდენენ

ხაშიგი ასევე მიიჩნევს, რომ დოკუმენტის მომზადებისას პარლამენტი შემოსულ შესწორებებს გაითვალისწინებს

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო სამინისტრომ შეთავაზებულ ხელშეკრულების პროექტს რუსულ-ქართული ურთიერთობისთვის საფრთხე უწოდა. საქართველოს პარლამენტმარუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიისმცდელობაზე განცხადება მიიღო“, - წერსკავკაზსკი უხელი“.

ცნობისთვის, კრემლის მიერ შემოთავაზებული ახალი ხელშეკრულების პროექტი, რომლის გაფორმებასაც მოსკოვი და სეპარატისტული აფხაზეთი წელს გეგმავენ, ითვალისწინებს კოლექტიური თავდაცვისთვის რუსულაფხაზური ძალების ერთობლივი  ჯგუფის ჩამოყალიბებას, დანაშაულთან საბრძოლველად ერთობლივი სამართალდამცავი სტრუქტურების შექმნას, ასევე მოსკოვის დაფინანსებით მთელ რიგ ღონისძიებებს, რომელიც მიმართული იქნება  რუსეთის ეკონომიკურ, სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის სისტემებში აფხაზეთის შემდგომი ინტეგრაციისკენ.

მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ რუსეთის ფედერაციას და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ხელშეკრულებისპროექტის ტექსტიაფსნიპრესისვებ-გვერდზე გასაჯაროვდა. ტექსტის გამოქვეყნებამდე აფხაზეთის ლიდერი რაულ ხაჯიმბა სეპარატისტული რეგიონის პარლამენტის წევრებს შეხვდა და მათ რუსეთის მიერ სოხუმისთვის წარდგენილი პროექტის შესახებსაკუთარი შენიშვნების და წინადადებების მომზადებასთხოვა.

დოკუმენტის განხილვა და სოხუმის წინადადებების შემუშავება გახსნილობის ატმოსფეროში და აფხაზი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით წარიმართება“, – განუცხადა ხაჯიმბამ დეპუტატებს.

რუსული გაზეთივედომოსტიიტყობინებოდა კრემლის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომ მოსკოვის აზრით, შემოთავაზებული პროექტის პუნქტების უმეტესობა არ გამოიწვევს სოხუმის უარყოფით რეაქციას, რადგანაც ისაფართოვებს და ავსებსუკვე არსებულ ყოვლისმომცველ შეთანხმებას აფხაზეთთან თანამშრომლობის შესახებ და არ არღვევს აფხაზეთის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.

პროექტის თანახმად, „თანამშრომლობის, ინტეგრაციის და პარტნიორობისძირითადი მიმართულებებია: ურთიერთშეთანხმებული საგარეო პოლიტიკის განხორციელება; „საერთო თავდაცვის და უსაფრთხოების სივრცისადასაერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცისშექმნა.

თავდაცვა და უსაფრთხოება

პროექტის თანახმად, „საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის სივრცისშექმნა მოითხოვსსაერთო თავდაცვის ინფრასტრუქტურისჩამოყალიბებას; „ძალების გაერთიანებული დაჯგუფებისფორმირებასაგრესიის მოგერიებისმიზნით და ერთობლივ ღონისძიებებს საზღვრის დასაცავად.

ხელშეკრულების პროექტი კოლექტიური თავდაცვის პუნქტს შეიცავს, რომლის მიხედვითაც ერთზე თავდასხმა მიიჩნევა, როგორც თავდასხმა მეორეზე. ასეთ შემთხვევაში, მათ ერთმანეთსსაჭირო დახმარება“, მათ შორის სამხედრო დახმარება  უნდა აღმოუჩინონ.

ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში მოსკოვმა და სოხუმმა რუსეთის და აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფება უნდა შექმნან ერთიანი სარდლობით, ასევე ჩამოაყალიბონ ერთიანი თავდაცვის ინფრასტრუქტურა, როგორც ამაზე პროექტშია საუბარი.

პროექტის თანახმად, რუსეთი გაერთიანებული დაჯგუფების სარდალს ნიშნავს ომის დროს ან როდესაცაგრესიის პირდაპირი საფრთხეარსებობს.

ხელშეკრულების პროექტი ითვალისწინებს მისი ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაშისტანდარტების ეტაპობრივ უნიფიკაციასსამეთაურო და საკონტროლო სისტემების, ლოჯისტიკის, ასევე აფხაზი სამხედროების და რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელფასების კუთხით. რუსეთი ამ ზომების დაფინანსების ვალდებულებას იღებს.

პროექტის თანახმად, აფხაზეთის ის მცხოვრებლები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიანაფხაზეთის მკვიდრთა უმეტესობას რუსული პასპორტები აქვთექნებათ უფლება, რომ საკონტრაქტო სამსახურში იმსახურონ აფხაზეთში განთავსებულ რუსულ სამხედრო ძალებში.

საზღვრის დაცვა, კანონის და მართლწესრიგის უზრუნველყოფა

პროექტის თანახმად, მოსკოვი სთავაზობს სოხუმსგადაადგილების სრულ თავისუფლებას რუსეთაფხაზეთის სახელმწიფო საზღვარზე. თუმცა ხელშეკრულების პროექტში ასევე ნათქვამია, რომ გათვალისწინებული იქნება ის შეზღუდვებიც, რომლებიც უსაფრთხოების მოტივით იქნება დაწესებული“.

აფხაზეთის ახალი ლიდერი რაულ ხაჯიმბა რუსეთთან საზღვრის გადაკვეთის გამარტივებისკენ და ამავე დროს საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებდა მდინარე ენგურზე ერთის გარდა ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტის დახურვის გზით.

ხელშეკრულების პროექტის ამ ნაწილში რუსეთი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას, დახმარება აღმოუჩინოს აფხაზეთს საქართველოსთან თავისისახელმწიფო საზღვრისდაცვაში და ასევე სთავაზობს, რომთანდათანშემცირდეს პირადი შემადგენლობა და სხვა რესურსები, რომლებიც ამჟამად რუსეთაფხაზეთის .. საზღვრის დასაცავადაა გამოყოფილი და ამ რესურსების გადამისამართება მოხდეს საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვრის დაცვის გაძლიერებისკენ.

რუსეთის მიერ შემუშავებული პროექტი ასევე გამოდის ინიციატივით, რომერთობლივი კონტროლიგანხორციელდეს აფხაზეთის შესასვლელ პუნქტებში, ასევე პორტებში ხალხის, ტრანსპორტის და ტვირთების გადაადგილებაზე.

ხელშეკრულების პროექტი შეიცავს შემოთავაზებას, რომ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში შეიქმნას რუსი და აფხაზი სამართალდამცავი სტრუქტურების ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი სეპარატისტული რეგიონის  ტერიტორიაზედანაშაულთან და ექსტრემიზმთანბრძოლის მიზნით.

ევრაზიულ კავშირთან ჰარმონიზაცია

პროექტის თანახმად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 18 თვეში სოხუმმა საკუთარი საბაჟო კანონმდებლობა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის რეგულაციებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს.    

ხელშეკრულების პროექტის თანახმად, აფხაზეთს საკუთარი საბიუჯეტო და საგადასახადო კანონმდებლობის რუსულთანჰარმონიზებაცმოუწევს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან სამი წლის მანძილზე

სოციალური დაცვა, პენსიები და ჯანდაცვა

პროექტის თანახმად, რუსეთი იღებს ვალდებულებას აფხაზეთის სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომელთა ხელფასების ეტაპობრივი ზრდისთანადაფინანებაზე“, მათ შორის ჯანდაცვის, განათლების, სოციალური მომსახურების და კულტურის სფეროებში. პროექტის თანახმად, საშუალო ხელფასები ამ  სტრუქტურებში რუსეთის სამხრეთ ფედერალურ ოლქში არსებულ ოდენობამდე უნდა გაიზარდოს

პროექტის თანახმად, რუსეთი ასევე დააფინანსებს აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის პენსიების ეტაპობრივ ზრდასაც (სეპარატისტული რეგიონის მაცხოვრებელთა უმეტესობას რუსული პასპორტები აქვთ).

ეს ზრდა, რომელიც ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში უნდა განხორციელდეს, მიზნად უნდა ისახავდეს აფხაზეთში ყოველთვიური პენსიების რუსეთის სამხრეთ ფედერალურ ოლქში არსებულ დონემდე გათანაბრებას.

პროექტის თანახმად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში სოხუმმაყველა საჭირო პირობა უნდა შექმნასიმისთვის, რომ აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები რუსეთის ფედერალური სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სისტემაში ჩაერთონ, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ მოსკოვის დაფინანსებული სამედიცინო მომსახურება მიიღონ რუსეთში.

საგარეო პოლიტიკა

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, რუსეთი პირობას დებს, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს აფხაზეთის საერთაშორისო აღიარებისგაფართოებისთვისდა საერთაშორისო ორგანიზაციებში აფხაზეთის გასაწევრიანებლადწინაპირობების შექმნისთვის“.

რუსეთის გარდა, აფხაზეთი კიდევ ნიკარაგუას, ვენესუელას და ნაურუს მიერ არის აღიარებული.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოების წინაშე 2-წლიანი ანგარიშით წარდგენისას აფხაზ და ოს ხალხს მიმართა და მათ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში ავტონომია და ევროპული პერსპექტივა შესთავაზა.

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია