მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ინგილოებს სავიზო პრობლემებს „თანამემამულის“ სტატუსი გაუმარტივებს - 29 ოქტომბერი 2014

myrights.ge

საქართველოს მთავრობის მიერ პირველი სექტემბრიდან სავიზო რეჟიმის გამკაცრებამ, საინგილოს ქართველებში ღია უკმაყოფილება გამოიწვია. ჰერელებმა ორ დღეში ადგილზე 600-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს და ხელისუფლებას მათი რეალური მდგომარეობის გათვალისწინება, მიღებული გადაწყვეტილების შერბილება სთხოვესმთავრობამ ინგილოების თხოვნას ადეკვატურად უპასუხა.  

კერძოდ, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ინგილოებისთვის გამკაცრებული სავიზო რეჟიმით შექმნილი პრობლემები მათთვისთანამემამულისსტატუსის მინიჭებით გადაწყდებაროგორც ის ამბობს, ეს გადაწყვეტილება ჰერელებთან შეხვედრის დროს იქნა მიღებული. წულუკიანმა აღნიშნა, რომ, თუ ინგილოები თანამემამულის სტატუსს მიიღებენ, მათ კანონით გათვალისწინებული სხვა პროცედურების გავლა აღარ მოუწევთ.

კანონში არის გაწერილი პუნქტი. რომელიც განსაზღვრავსთანამემამულისსტატუსს და მის მინიჭებას გარკვეულ პირებზევფიქრობ, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი სისხლი და ხორცი ინგილოები მიიღებენ ამ სტატუსს, მათ ბიუროკრატიული პრობლემები არ შეექმნებათ“, -აცხადებს წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრს მიაჩნია, რომ მრავალწლიანი ურთიერთობების შემდეგ არ უნდა მოხდეს ინგილოებისათვის დამატებითი პრობლემების შექმნა:

ისინი, ვინც მიიღებენ თანამემამულის სტატუსს, შეეძლებათ მოითხოვონ ბინადრობის ნებართვა აქ ყოფნის პირობებში ისე, რომ არ დასჭირდეთ თავიანთი მოქალაქეობის ქვეყანაში დაბრუნება, ვიზის კატეგორიის შეცვლა და არ მოუწევთ არც 30 დღეში წინ და უკან სიარული. თანამემამულის სტატუსს დიასპორის სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და შესაბამისი ორგანოების რეკომენდაციის საფუძველზე ჩვენ ვანიჭებთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, მაგრამ არიან ჩვენი სისხლი და ხორცი“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  პრობლემების შესახებ საქმის კურსში არიან და ამ საკითხზე მუშაობენ.

მთავრობა, კონკრეტულად კი მიგრაციის ეროვნული კომისია მუშაობს და მალე გახდება ცნობილი მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ამ პრობლემებს გაანეიტრალებს და აღმოფხვრის“, – აცხადებს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი, მარი ნარჩემაშვილი.

მთავრობის გადაწყვეტილებას ჰერელები დადებითად აფასებენ და მადლიერების სიტყვებს არ იშურებენ:

ემზარ სუყაშვილი, კახის მკვიდრი: „აქაური ქართველობა დარწმუნდა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ჰერელებს არ მიატოვებენ და მათ გასაჭირს გულთან ახლოს მიიტანენ, თანადგომას გამოუცხადებენ. 30 წელია კახის ქართულ სკოლაში ვმუშაობ და როცა ჩემმა მოსწავლეებმა მითხრეს - მასწავლებელო, ჩვენ საქართველოში აღარ შეგვიშვებენ და ვეღარ ვისწავლითო, თვალზე ცრემლი მომადგა. ახლა კი უკვე მაქვს სათქმელი...“

ნათია ლომაშვილი, სტუდენტი: „ისტორიული ბედუკუღმართობის გამო სამშობლოს ისედაც მოწყვეტილი ხალხი არ შეიძლება კიდევ უფრო დაშორდეს მას. მით უმეტეს, რომ ჩვენთვის იქ არსებობა სიძნელეებთან არის დაკავშირებული და საქართველოს უმაღლესებში სწავლის შესაძლებლობა რომ არა, განათლებული თაობა საერთოდ არ გვეყოლება. ეს ჩვენი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ, მთავრობას ჰერელების სატკივარის გულთან ახლოს მიტანისთვის, მხოლოდ მადლობა ეკუთვნის“.

შეგახსენებთ, რომ საინგილოში ახალი სავიზო რეგულაციების გამარტივების მოთხოვნით 650 ხელმოწერა შეაგროვეს, რომელიც შესამაბის სამინისტროებსა და უწყებებს გაეგზავნა.

გთხოვთ, მოგვცეთ საქართველოში ყოველი შემოსვლისას 90 დღით დარჩენის უფლება, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა და კვლავ საქართველოში დაბრუნება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, თუნდაც თანამემამულის მოწმობის გამოყენებით. საქართველოსთან მიმოსვლის გამარტივება ხელს შეუწყობს ჩვენს ინტეგრაციას ისტორიულ სამშობლოსთან, რასაც ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნულია მიმართვაში.

2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან ძალაში შევიდა ახალი კანონიუცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. კანონის თანახმად, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და 360 დღის ნაცვლად, 180-დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოში დარჩენის მსურველ უცხოელებს ვიზის აღება მოუწევთ.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია