myrights.ge
„რეალური სუვერენიტეტი“, - ამ სათაურით სტატიას დსთ-ს ინსტიტუტის წარომადგენელი ვლადიმერ ევსეევი „აქტუალკომენტ.რუ-ში“ აქვეყნებს. myrights.ge მასალას მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.
- 2004 წლის ბოლომდე რუსეთი და აფხაზეთი ხელს მოაწერენ „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ ხელშეკრულებას, რომელიც 2008 წლის სექტემბერში ხელმოწერილი მეგობრობის ხელშეკრულების ლოგიკურ განვითარებას წარმოადგენს.
აღნიშნული დოკუმენტის აუცილებლობა იმით არის განპირობებული, რომ გასული ექვსი წლის განმავლობაში, აფხაზეთში ეფექტურად მოქმედი ნაციონალური ეკონომიკისა და თანამედროვე არმიის შექმნა ჯერაც ვერ მოხერხდა. ამის შედეგად, აფხაზეთის ბიუჯეტის 60% რუსეთის ფინანსური რესურსებით ივსება, ხოლო ტერიტორიის საგარეო საფრთხისგან დაცვა, დიდწილად იქ განლაგებული რუსეთის მეშვიდე სამხედრო ბაზით არის უზრუნველყოფილი. ფაქტობრივად, ეს განაპირობებს რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციაზე დამოკიდებულებას.
მიუხედავად ამისა, ზოგიერთი აფხაზი პოლიტიკოსი ხელშეკრულების პროექტს დაწვრილებით განიხილავს და ცდილობს მის შინაარსში სუვერენიტეტის დაკარგვის დადასტურება იპოვოს. რასაკვირველია, აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენული, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოა. მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი ასეთ სუვერენიტეტს განიხილავს როგორც აბსოლუტურ ცნებას, რომელიც საერთაშორისო სამართლის გარეთ იმყოფება. სინამდვილეში, ასეთი სუვერენიტეტი არსად არ არსებობს, რადგან ნებისმიერ საერთაშორისო ურთიერთობაში შესვლილას ნებისმიერი სახელმწიფო იძულებულია საკუთარი უფლებამოსილებების ნაწილი გადასცეს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიცაა მაგალითად გაერო - უსაფრთხოების სფეროში მნიშველოვანი ორგანოს, უშიშროების საბჭოს სახით. ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყველა წევრი სახელმწიფოსთვის სავალდებულოა.
ხელშეკრულების სოხუმელი კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის 80-ზე მეტი სახელმწიფოთაშორისი და უწყებათაშორისი შეთანხმება არის ხელმოწერილი, რომლის შევსება ახალი შინაარსით შეიძლებოდა.
ასეა, მაგრამ 2008 წლიდან მსოფლიოში სიტუაცია სწრაფად შეიცვალა. რუსეთი უხეშ კონფრონტაციაში ჩათრეულ იქნა ისეთი მოგონილი მიზეზებით, როგორიცაა მაგალითად მეამბოხეებისთვის დახმარება, რამაც დასავლეთის აზრით, დონეცკთან ახლოს „მალაიზიური ავიახაზების“ ბოინგ 777-ის კატასტროფა გამოიწვია. მოსკოვის წინააღმდეგ ვაშინგტონმა და რიგმა მისმა მოკავშირემ სერიოზული ფინანსურ-ეკონომიკური სანქციები შემოიღეს. რუსეთის საზღვრებთან სიახლოვეს ნატოს სამხედრო ბაზების გახსნა იგეგმება. ამ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ამ პირობებში უკვე არასაკმარისია მოსკოვისა და სოხუმის სამხედრო თანამშრომლობაზე საუბარი. საჭიროა ერთობლივი მზადება აფხაზური ტერიტორიის საომარი საფრთხისგან დასაცავად, რაც თბილისის ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების შემთხვევაში სავსებით რეალურია (მიხეილ სააკაშვილის დროს სწორედ ის იყო მმართველი პარტია).