myrights.ge
„ახალგაზრდა რომ ვყოფილიყავი, უკრაინის ანტიტერორისტულ ძალებს შევუერთდებოდი“, - აცხადებს მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე „უკრაინა ონლაინთან“ ინტერვიუში. მასალას მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.
- ქართველი რეჟისორი, კინომსახიობი, საავტორო სიმღერების შემსრულებელი განმარტავს, თუ რატომ მიიჩნევს რუსეთს დამპყრობლად.
„აბა, მანდ როგორ ხართ, იმედი მაქვს სიმშვიდეა?“ - საოცრად რბილი აქცენტით თქვა ვახტანგ კონსტანტინოვიჩმა. - დიახ, რასაკვირველია, შემიძლია ნახევარი საათი დაგითმოთ. თავიდან ვიფიქრე, რომ რუსი ჟურნალისტი იყავით, მოსკოვიდან. მათთან არაფერი მაქვს სალაპარაკო, თქვენ კი სიამოვნებით გაგესაუბრებით“.
ვახტანგ კონსტანტინოვიჩ, ევრომაიდანზე მიტინგების პირველ დღეებში იქ იყავით. ფიქრობდით თუ არა, რომ აქციებს ასეთი შედეგები ექნებოდა?
- მინდა გითხრათ, რომ ახლანდელზე ცუდის წარმოდგენა შეუძლებელი იყო. ყველაფერი, რაც ამჟამად უკრაინაში ხდება, იმავე სცენარით კეთდება, რაც ჩვენთან საქართველოში იყო. რთულია თქმა, რით დასრულდება ეს. დღეს ყველაფერი დამოკიდებულია მსოფლიო ლიდერებზე, საერთაშორისო თანამეგობრობაზე. საუკეთესო სცენარი შესაძლოა მაშინ განვითარდეს, როცა სერიოზულ სანქციებს შემოიღებენ. ასევე, ბევრი იქნება დამოკიდებული კიევის ახალ მთავრობაზე.
საპარლამენტო არჩევნებს ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევ. თუკი რადაში ლიდერები ხმაშეწყობილად იმუშავებენ, საკმარისად მოკლე ვადებში ყველაფერი დამშვიდდება. დეპუტატებმა საკუთარი სახელმწიფოს ბედი უნდა განიცადონ და არა საკუთარი ჯიბის. დამიჯერეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია! რუსეთს სრულიადაც არ სურს, რომ ურაინულმა სახელმწიფომ წინააღმდეგობა გააგრძელოს. მაგრამ ჩემი წლების დაბრუნება რომ შემეძლოს, ახალგაზრდა რომ ვყოფილიყავი, უკრაინის ანტიტერორისტული ძალების რიგებს შევუერთდებოდი, შევეწინააღმდეგებოდი, სამშობლოს ღირსებას დავიცავდი. მეორე ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს! მიმდინარე ომი თუ დიდხას გაგრძელდება, შემდეგ უკრაინას ფეხზე დადგომა გაუძნელდება.
როდესაც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი არ იქნება, მსოფლიოში ახალი სისტემა ამუშავდება. - ვახანგ კიკაბიძე.
- ეს ხომ თქვენი სიტყვებია: „პუტინისთვის მეც ასევე ბანდერელი და ფაშისტი ვარ“. შესძლებლობა რომ გქონოდათ პუტინისთვის პირდაპირ რაღაც გეთქვათ, როგორი იქნებოდა თქვენი სიტყვები?
- ვლადიმერ პუტინს შემიძლია განვუცხადო, რომ ის შავბნელი ძალის პოლიტიკოსია. და სანამ საკუთარი ამბიციებით იცხოვრებს, ყოველთვის რომელიღაც ქვეყნებს, სისტემებს დაემუქრება. ის დამპყრობელია! ის უბრალოდ ერთი და იმავეზე ჩაციკლულია - მიიჩნევს, რომ საკუთარი ქვეყნის მარადიული მეთაური იქნება. მაგრამ ადამიანები მარადიულები ვერ იქნებიან და ამ ცხოვერებაში ყველაფერს დასასრული აქვს. გაიხსენეთ ბრძნული სლავური გამოთქმა: „თევზი თავიდან ყროლდება“. იმ შემთხვევაში, თუკი ის მალე წავა პოლიტიკიდან, ვთვლი, რომ უკვე რამდენიმე დღეში რუსეთში ახალი სახელმწიფო სისტემა ამოქმედდება. მეტიც, ახალი სისტემა იმუშავებს მთელ მსოფლიოში. თქვენ რა, მიიჩნევთ, რომ მთელი რუსი ხალხი ეთანხმება იმას, რასაც ახლა პრეზიდენტი პუტინი უკრაინას უკეთებს? რასაკვირველია, არა! უბრალოდ იქ ხალხს არ ეკითხებიან. მე საერთოდ არ მესმის, ორი მოძმე ერი ერთმანეთს ასე როგორ უსწორდება!
- როგორი დამოკიდებულება გაქვთ პეტრე პოროშენკოს მიმართ, ქვეყნის ღირსეულ ლიდერად თვლით?
- მას პირადად არ ვიცნობდი. მაგრამ აღვნიშნავ, რომ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ის ხომ ბევრ ენას ფლობს, ეს პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშნელოვანია. ვფიქრობ, ასეთ კითხვაზე სამომავლოდ თქვენი ხალხი პასუხს გასცემს და არა მე.
- დღეისთვის რუსეული მედია მომღერალ ანდრეი მაკარევიჩს უკრაინის მხარდაჭერის გამო ტალახს არ აკლებს. ეს გზა თქვენც ხომ გაიარეთ, როდესაც მეგობრობის რუსულ ორდენზე უარი თქვით.
- ვთვლი, რომ ნებისმიერი ადამიანი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მოქმედებს. ამ სიტუაციაში საერთოდ უმნიშვნელოა რა თანამდებობას იკავებ. იქნები კობზონი, პუგაჩოვა, მაკარევიჩი, მთავარია - შენი, საკუთარი რწმენა. ,ე პირადად, სრულად ანდრეი მაკარევიჩის მხარს ვუჭერ, რასაკვირველია, დანარჩენი კოლეგების მოსაზრებებს არ ვიზიარებ. თუკი გლობალურად ვისაუბრებთ, ხალხი თავად გაერკვევა, სად სიკეთეა და სად - ბოროტება. დღეს უკრაინელმა ხალხმა ერთმანეთს ხელი უნდა ჩასჭიდოს და ერთად იმღერონ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებაზე. თუკი ეს არ გაკეთდება, ყველაფერი შეიძლება ცუდად დასრულდეს.