მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მომავალ წელს პენსია და მასწავლებელთა ხელფასები იზრდება - 04 ნოემბერი 2014

myrights.ge

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, 2015 წლის 1 სექტემბრიდან ქულების მიხედვით, მაქსიმუმ 25 ლარით გაიზრდება სოციალურად დაუცველი პენსიონერების პენსიაამასთან, პენსიები გაიზრდება 2016 წელსაც და ზრდა ყველა კატეგორიის პენსიონერს შეეხება.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან ყველა კატეგორიის პედაგოგებისთვის საბაზისო ხელფასი გაიზრდება 50 ლარით, ხოლო კატეგორიების მიხედვით უფრო მეტით და უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლებისათვის ზრდა იქნება 200 ლარი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2015 წლის სახელწმიფო ბიუჯეტის პროექტი პირვანდელ ვარიანტთან შედარებით 170 მილიონი ლარით გაიზარდა.

მატება განპირობებულია საგადასახადო ადმინისტრირების და არა ახალი ვალების აღების ხარჯზე, მათ შორის:

- 25 მლნ ლარით გაიზარდა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსება (აქედან თანხის ნაწილი მოხმარდება პენსიების ზრდას);

- 15 მლნ ლარით გაიზარდა თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება;

-  15 მლნ ლარით - შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება;

- 15 მლნ ლარით - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს დაფინანსება.

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE