მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დეპორტირებული ჩეჩნები მესაზღვრეების მხრიდან უფლებების დარღვევაზე საუბრობენ - 06 ნოემბერი 2014

myrights.ge

საქართველოდან დეპორტირებული ორი ჩეჩენი მოსკოვში ჩამოვიდა“, - ქუთაისის აეროპორტიდან ჩეჩენი ახალგაზრდების დეპორტაციას რუსულენოვანიკავკაზსკი უზელიეხმაურება. „myrights.ge“ მასალას მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

- უფლებადამცველი ირგანიზაციაახალგაზრდობა მომავლისთვისხელმძღვანელი და საერთაშორისო უფლებადაცვითი მოძრაობის მონაწილე ბექხან გელგოევი და მისი კოლეგა ჟავალდი გერიევი საქართველოდან დეპორტირების შემდეგ, ქუთაისი-მოსკოვის ავიარეისით რუსეთში ჩამოვიდნენ. ქართულმა მხარემ რუსეთის მოქალაქეების დეპორტაციის მიზეზები არ განმარტა

ქუთაისის აეროპორტში დაკავებულები, ჩეჩნეთში ჩასვლას სახმელეთო გზით, ჩრდილოეთ ოსეთის გავლით აპირებდნენ. აეროპორტში გერიევი და გელგოევი სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა არ გაატარეს. ადგილობრივი დროით რვის ნახევრამდე ისინი აეროპორტის ნეიტრალურ ზონაში იყვნენ და ქართველი მესაზღვრეების მხრიდან მათი უფლებების დარღვევაზე საუბრობდნენ.  

მოსკოვის დროით ათის ხუთ წუთზე დეპორტირებულების თვითმფრინავივნუკოვოსაეროპორტში დაეშვა. 11-ის ნახევარზე გელგოევმა და გერიევმა საბაჟო კონტროლის ზონა დატოვეს.

ჩვენ ბუდაპეშტიდან ქუთაისში 4 საათზე ჩამოვედით და აეროპორტში 19 საათამდე დაგვაკავეს, ამასთან, დაგვადეს ხელბორკილები, არ გვაძლევდნენ საკვებს. ჩვენთან არ შემოუშვეს ადვოკატი, არ წარმოგვიდგინეს თარჯიმანი, განმარტების გარეშე ჩამოგვართვეს დოკუმენტები და გვითხრეს, რომ მას მოსკოვში ჩაფრენის შემდეგ მივიღებდით“, - განუცხადაკავკაზსკი უზელსბექხან გელგოევმა.

გელგოევი აღნიშნავს, რომ რუსეთის, კერძოდ, ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლების მიმართ ქართული მხარის დამოკიდებულება გაუარესებულია.

საბაჟო კონტროლამდე ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა, სადაც კონტროლიორმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პასპორტის ნახვისთანავე სასწრაფოდ უფროსებს დაუძახა, რომლებმაც ცალკე კაბინეტში გაგვიყვანეს“, - ამბობს ჟავალდი გერიევი.

დეპორტირებული უფლებადამცველების თქმით, ქართველმა მესაზღვრემ მათი დაკავება დაახასიათა, როგორცშემოწმების ჩვეულებრივი პროცედურა ჩეჩნების, ზოგჯერ დაღესტელებისა და ინგუშების მიმართ“.

მათ ვუთხარი, რომ ეს დისკრიმინაციაა და რომ დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე საქართველო ამ თვალსაზრისით პრობლემებს განიცდის; როგორც ჩანს, მესაზღვრეებს ჩემი გამონათქვამი არ მოეწონათ“, - ამბობს გელგოევი.

რუსეთში ჩამოსვლისთანავე მოქალაქეებს პასპორტები დაუბრუნეს. უახლოს ხანში ისინი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გამგზავრებას აპირებებ.

კავკაზსკი უზელიჩეჩნების დაკავებასთან დაკავშირებით, საქართველოს სასასზღვრო სამსახურის წარმომადგენლების კომენტარს არ ფლობს“, - წერს გამოცემა.

სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, აღნიშნულ მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი იმ მიზეზით ეთქვათ, რომ მათ მესაზღვრეების კითხვებს ვერ უპასუხეს. თავად დაკავებულები კი აცხადებდნენ, რომ კითხვებზე პასუხები არ ჰქონდათ.

აეროპორტში დაკავებული რუსეთის მოქალაქეების საქმის შესწავლაში სახალხო დამცველის აპარატი ჩაერთო. ომბუდსმენის რწმუნებულის მადონა ბასილაძის განცხადებით, საქმის შესწავლის დასრულების შემდეგ, სახალხო დამცველი თემაზე კომენტარს თავად გააკეთებს.

ბასილაძის განცხადებით, რუსეთის დეპორტირებული მოქალაქეებს მოსკოვის მიმართულებით ბილეთები ავიაკომპანიამ შეუძინა.

აღნიშნულ საქმეზე შსს- განმარტება ასეთია: „არსებობს საქართველოს კანონიუცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. მის მე-11 მუხლში საქართველოში ვიზის გაცემის ან ქვეყანაში შემოსვლის უარის საფუძვლებია განმარტებული. არის ქვეპუნქტი, როდესაც პირი არ იძლევა ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ. ამ შემთხვევაში მესაზღვრეს სრული უფლება აქვს, რომ პირი საზღვარზე არ შემოუშვას“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რუსეთის მოქალაქე ჩეჩნების განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებენ და არც იმაზე საუბრობენ, არსებობს თუ არა ჩრდილოკავკასიელების შემოწმების რაიმე სპეციალური პროცედურა საზღვარზე. უწყებაში აცხადებენ, რომ გელგოევის და გარიევის ცალკე დაკითხვა არ მომხდარა.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია