მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
აფხაზებს საკუთარი „არმიის“ დამოუკიდებლობის შენარჩუნება სურთ - 11 ნოემბერი 2014

აფხაზეთი რუსეთს შსს-სა და არმიის შემდგომ სპონსორობას სთხოვს 

myrights.ge

აფხაზეთისა და რუსეთისსამოკავშირეო ხელშეკრულებისშუქჩრდილებს მორიგ სტატიას უძღვნის რუსულენოვანიკავკაზსკი უზელი“. ინტერნეტგამოცემა აღნიშნავს, რომ აფხაზეთი რუსეთს სთავაზობს, რომ აფხაზური შსს- სპონსორობა და არმიის შენარჩუნება ხელშეკრულებით განამტკიცოს.

აფხაზეთსა და რუსეთს შორისთანამშრომლობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულებისპროექტი, აფხაზურ პარლამენტში მიღებული შესწორებებით რუსეთის სახელმწიფო დუმას გადაეცა“, - განუცხადესკავკაზსკი უზელსპრეზიდენტმ რაულ ხაჯიმბამ და ვიცე-პრეზიდენტმა ვიტალი გაბნიამ. აფხაზური მხარემ პროექტიდან რიგი ვალდებულებები ამოიღო და მოსკოვს აფხაზური შსს- დაფინანსების ხელშეკრულებით განმტკიცება სთხოვა

როგორცკავკაზსკი უზელი იტყობინებოდა, 13 ოქტომბერს აფხაზურ პარლამენტში შეიტანეს რუსეთის მიერ მომზადებული ხელშეკრულებათანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ“. 22 ოქტომბერს რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ დოკუმენტი ამ სახით ხელმოწერილი არ იქნება და ის უნდა დამუშავდეს

ახალი ხელშეკრულების პროექტი აფხაზეთში ფართოდ განიხილებოდა. ექსპერტები იმედოვნებდნენ, რომ დოკუმენტის საკუთარი ვერსიის შედგენისას რესპუბლიკის ხელისუფალნი საზოგადოების აზრს გაითვალისწინებდნენ.

აფხაზური მხარის მიერ მომზადებული ვერსია 30 ოქტომბერს გამოაქვეყნეს. ჯერჯერობით არავინ იცის დაზუსტებით, გადასცეს თუ არა რუსეთის სახელმწიფო დუმას სწორედ ეს ვარიანტი. ბევრი პუნქტი ერთმანეთს ეთანხმებოდა, თუმცა არსებითი სხვაობაც თვალშისაცემია. „კავკაზსკი უზელმაეს საკითხი შესწავლა.

მაგალითად, დოკუმენტში შეიცვალა პუნქტი, რომელიც აფხაზეთისა და რუსეთის ჯარების გაერთიანებას ეხებოდა. აფხაზეთის პარლამენტმა ამ მიზნისთვის მხოლოდ ნაწილი სამხედროების გამოყოფა მოითხოვა, რითაც აქცენტი რესპუბლიკის არმიის დამოუკიდებლობაზე გააკეთა. შესწორებების შედეგად ტექსტში გაჩნდა პუნქტები, რომლებიცრესპუბლიკის სოციალურ-ეკონიმიკურ განვითარების ხელშეწყობასითვალისწინებს. ამასთან, აფხაზურმა მხარემ დოკუმენტში შეიტანა მუხლები, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის მხრიდან მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ამაღლებასთან, აფხაზური შსს- თანამშრომლების ფულად და სოციალურ გარანტიებთან. ამასთან, აფხაზურმა მხარემ შეთანხმების პროექტიდან ამოშალა მაგალითად ვალდებულება, რომ განათლების, ჯანდაცვისა და საბაჟო რეგულირების სფეროში საკუთარ სტანდარტებს რუსულ ნორმებს შეუთავსებს.

აფხაზური განხილვების შედეგად, იგეგმება სამუშაო ჯგუფის შექმნა რუსულ მხარესთან მოლაპარაკებისთვის, რომელშიც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შევლენ.

რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულებას 2014 წლის ბოლომდე ხელი უნდა მოეწეროს, აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი.

აფხაზეთის, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხედრო ბლოკის შექმნა რუსეთს განსაკუთრებულ სამხედრო პრეფერენციებს არ მოუტანს, აცხადებენკავკაზსკი უზელისმიერ გამოკითხული ექსპერტები. ბლოკის ეფექტურობა მათ ეჭვქვეშ დააყენეს, წერს გამოცემა.

რუსულინეზავისიმაია გაზეტასშეფასებით კი, სახელმწიფო სათათბიროში შემუშავებული მეგობრობისა და მოკავშირეობის ხელშეკრულების პროექტის განხილვა აფხაზეთში ისეთი ემოციური გამოვიდა, რომ სიტუაციის დასამშვიდებლად პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ჩაერია - მან საზოგადოებას ნაჩქარევი დასკვნების გაკეთებისაგან თავშეკავება ურჩია და სთხოვა, რომ რუსეთის მიერ შეთავაზებულ პროექტს ულტიმატუმად ნუ მიიღებენ. პრეზიდენტმა თანამემამულეებს განუცხადა, რომ რუსეთი აფხაზეთის მტერი კი არ არის, პირიქით - მეგობარია და რომ ახალ ხელშეკრულება აფხაზეთის სუვერენიტეტს არავითარ ზიანს არ მიაყენებს.

თავის მხრივ, ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ ადგილობრივ ტელეეთერში გამოსვლისას აღნიშნა, რომ შესაძლოა აფხაზეთს არც კი დასჭირვებოდა ამ ხელშეკრულების დადება, საქართველო რომ მშვიდობის მსურველი ყოფილიყო - „რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების დადების აუცილებლობას სწორედ საქართველოს აგრესიული პოლიტიკა განაპირობებს“, - პირდაპირ განაცხადა მინისტრმა, - „ჩვენ რუსეთთან ერთად უნდა ვიყოთ, რადგან საქართველო აფხაზეთს ემუქრება. თბილისი ნატოსაკენ მიიწევს, მასში გაწევრიანება სურს, ეს კი ჩვენთვის საფრთხის მომტანია. რთული ვითარებაა უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთშიც...“.

აფხაზეთ-რუსეთის ახალი ხელშეკრულების შესახებ თბილისიც ყურადღებას იჩენს: ჩატრადა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, გაკეთდა განცხადებები, საქართველო ამ საკითხში დასავლეთის დახმარებას ელოდება. გარდა ამისა, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუს კოლეგასთან შეხვედრაზეც თანახმაა. განზე არ დარჩენილა საქართველოს ყოფილი მმართველი პარტიაც, რომელიც, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ამ საკითხში წაუგებელ თამაშს ეწევა - 15 ნოემბერს მათ აფხაზეთის შესახებ საპროტესტო აქციის ჩატარება აქვთ დაგეგმილი. ალაპარაკდა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც...

თუმცა, აშკარაა, რომ საქართველოს პოზიცია რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებაზე გავლენას ვერ მოახდენს: თბილისს, პრინციპში, სიტუაციის შესაცვლელად არავითარი პრაქტიკული ბერკეტი არ აქვს“, - ნათქვამია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ ხელშეკრულება აფხაზეთისა და რუსეთის ურთიერთობის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს, მაგრამ განსაკუთრებით სახიფათო, რამდენიმე პარაგრაფია, რომლის მიღების შემთხვევაში ექსპერტები აცხადებენ, რომ აფხაზეთის ანექსია გაფორმდება.

იმ შემთხვევაში თუ რუსეთი და დე-ფაქტო აფხაზეთი დოკუმენტს ხელს მოაწერენ, შეიქმნება ერთიანი თავდაცვის სამხედრო დაჯგუფება, რომელსაც აგრსიის დროს კონტროლს რუსეთის ფედერაცია გაუწევს. რეალურად დე-ფაქტო აფხაზეთის ჯარი გადავა რუსეთის მართვის ქვეშ.

ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში აფხაზეთზე თავდასხმა რუსეთზე თავდასხმას ნიშნავს, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

ჩარჩო-დოკუმენტის მე-9– მუხლში კი წერია, რომ ფაქტობრივად უქმდება "რუსულ-აფხაზური საზღვარი" და სასაზღვრო ძალები ენგურზე გადმოიწევს. ახალი ჩარჩო დოკუმენტით რუსეთი ფაქტობრივად ასევე საკუთარ ხელში იღებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციებსაც.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ მსგავსი ხელშეკრულების დადება კავკასიის სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების პროცესს ჩაშლის. ქართველი დიპლომატების აზრით, რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებაყირიმული სცენარისერთგვარი რეალიზების მცდელობაა.

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია