myrights.ge
„კავკაზსკი უზელთან“ ინტერვიუში აფხაზეთის „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა ამბობს, რომ რესპუბლიკაში მაისის კრიზისის მიზეზი წინამორბედი ხელისუფლების მიერ რუსული დახმარების მოპარვა გახდა. ახლა რუსეთთან ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება მზადდება, რაეც ხაჯიმბა აღნიშნავს, რომ მოსკოვი ვერანაიარად ვერ შეძლებს აფხაზეთის დამოუკიდებლობის გაუქმებას და რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე რეფერენდუმი არ იგეგმება. ასევე რაულ ხაჯიმბა აღნიშნავს, რომ გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებო არასოდეს იქნებიან მეორეხარისხოვანი ადამიანები.
„myrights.ge“ ინტერვიუს შემოკლებით გთავაზობთ.
- ზაფხულის კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი, გალის რაიონში პასპორტების დარიგება გახდა. მაშინ თქვენი ოპოზიცია საუბრობდა, რომ ეს მაშინდელი ხელისუფლების წინასაარჩევნო ინტერესებთან არის დაკავშირებული. პასპორტები კანონმდელობის დარღვევით გაიცა, საპროკურორო შემოწმებამ ასეთი პასპორტების მნიშვნელოვანი რაოდენობა გამოავლინა. კანონის დარღვევით 1200 პასპორტი გასცეს...
- 26 ათასი
- საპროკურორო შემოწმებამ ასეთი ციფრი აჩვენა?
- საპროკურორო შემოწმებამ მხოლოდ საარჩევნო შემოწმების შედეგები აჩვენა. ხოლო მთლიანად 26 ათასი პასპორტი გაიცა.
- რამდენადაც მახსოვს, სწორედ ამდენით შემცირდა ამომრჩევლის რაოდენობა ბოლო არჩევნებზე, როდესაც თქვენ გაიმარჯვეთ, ასეა?
- დიახ.
- ანუ, პასპორტები ჩამოართვეს იმის გამო, რომ აფხაზეთს საქართველოსთან არ აქვს ორმაგი მოქალაქეობა, თუ რაღაც სხვა მიზეზეიცაა?
- ჩვენ ორმაგი მოქალაქეობა გათვალისწინებული გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ არა საქართველოსთან. „საქართველოს მოქალაქეობის“ კანონში ორმაგი მოქალაქეობის პრინციპი ასევე გაწერილი არ არის. ამ ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი მოქალაქეობა პროცედურების დარღვევით მიიღეს, აქვთ საქართველოს მოქალაქეობა. წინასაარჩევნო კამპანიისას ჩვენ ღიად ვამბობდით, რომ ადამიანებს უფლება აქვთ იყვნენ ქართული სახელმწიფოს მოქალაქეები, მაგრამ ამასთან ჩვენ გვაქვს უფლება ვიცოდეთ, რამდენი უცხო სახელმწიფოს მოქალაქე ცხოვრობს ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ ხომ მათ ამ დოკუმენტების ქონას არ ვუკრძალავთ.
დღეს ამ ადამიანებმა (რომლესაც უკანონოდ გაცემული აფხაზური პასპორტები ჩამოართვეს) აფხაზურ-ქართული საზღვარზე გადასვლილსას ქართული პასპორტების წარდგენა დაიწყეს. მაშ სწორად მოვიქეცით თუ არა? ჩვენ კანონიერ ჩარჩოებში ვმოქმედებდით. ადამიანებს ჩვენს ტერიტორიაზე ნორმალურად ცხოვრების უფლება აქვთ. თუკი ამ კატეგორიას აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება სურს, ეს პროცედურის შესაბამისად უნდა გააკეთოს: მიმართოს მოქალაქეობის კომისიას, წარადგინოს აუცილებელი დოკუმენტები. ყველაფერი აფხაზურ კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს.
- უარი უნდა თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე?
- დიახ. როგორც ეს ბევრი ქვეყნის კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჩვენ გვესმის, რომ ქართულ სახელმწიფოს შეუძლია მათ მოქალაქეობიდან გასვლაზე უარი უთხრას, თუმცა პრეცედენტები უკვე იყო. ადამიანები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობდნენ, ხშირად ეს ხანგრძლივი პროცესია და იღებდნენ აფხაზეთის მოქალაქეობას.
აქ უსაფრთხოების საკითხები დგას, ჩვენს ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის გადმოტანაზე. თუკი ჩვენ უკანონო ხერხით საქართველოს მოქალაქეებს აფხაზურ პასპორტებს ვურიგებთ, ამით ჩვენს ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციას ვაღიარებთ.
- გალში თუ სწავლობენ საერთოდ ქართულ ენას?
- სწავლობენ.
- შემდეგშიც გააგრძელებენ შესწავლას?
- დიახ, გააგრძელებენ.
- როგორც აფხაზეთის პრეზიდენტი, საჭიროდ მიიჩნევთ თუ არა ძალისხმევა მიმართოთ იმისკენ, რომ აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე გალის რაიონის მცხოვრებნი არ გახდნენ მეორეხარისხოვანი ადამიანები, რათა ისინი სამუშაოზე მიიღონ, რათა აფხაზურ საზოგადოებაში ინტეგრირება მოახერხონ?
- ჩვენ ვცხოვრობდით, ვცხოვრობთ და ვიცხოვრებთ ერთმანეთის გვერდიგვერდ. გალის რაიონის მცხოვრებნი ვერ იქნებიან მეორეხარისხოვანი ადამიანები. ამაში არანაირი ეჭვი არ არსებობს.
- ძალიან ხშირად საუბრობენ სამხეთ ოსეთისა და აფხაზეთის მსგავსებაზე; მიუხედავად ამისა, არის ერთი საკითხი, რომელიც თქვენ ძლიერ განგასხვავებთ. სამხრეთ ოსეთში აქტუალურია რუსეთში შესვლის საკითხი. საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანმა ოსეთმა“ გაიმარჯვა, რომელიც ამ საკითხს აყენებს. აფხაზეთში კრიზისის დროსაც კი პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ეს საკითხი არ დაუყენებია. ამის მიუხედავად, არიან აფხაზეთის მოქალაქეები, რომლებიც ასეთ პერსპექტივას მხარს უჭერენ?
- არ გამოვრიცხავ.
- ფიქრობთ, ეს უმცირესობაა?
- დიახ, უმცირესობაა,.
- რეფერენდუმი რომ გამართულიყო, ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევთ, რომ ადამიანების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭიროს?
- ვფიქრობ, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა.
- რეფერენდუმი არ იგეგმება?
- არა, არ იგეგმება. უფრო მეტიც, ასეთი რეფერენდუმის ჩატარება აფხაზეთის კანონმდებლობით აკრძალულია.
- საქართველოსთან ურთიერთობაზე რას იტყვით? პრემიერმა ღარიბაშვილმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს შემადგენლობაში ავტონომია შესთავაზა „ევროპული პერსპექტივებით“. როგორ რეაგირებთ ამ წინადადებაზე?
- ამ საუბრების არ გვჯერა, საკუთარი ორიენტირები გვაქვს. და როგორღაც საქართველოს გარეშე გავძლებთ.
- მაგრამ მაინც ვერ შეცვლი გეოგრაფიულ ფაქტს, რომ თქვენ ისტორიულად და გეოგრაფიულად მეზობლები ხართ, რაღაც თანამშრომლობა შესაძლებელია? ბიზნესის, კულტურის დონეზე?
- თანამშრომლობის დაწყებისთვის თავდაპირველად საჭიროა ომის განუახლებლობის საკითხების გადაჭრა და საქართველოს მხრიდან ჩვენი სახელმწიფოს აღიარება.