მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ილუზორული ნატო-ს“ წევრობის საფასურად აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარს ვამბობთ? - 28 ნოემბერი 2014

myrights.ge

გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობისთავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ გზა, რომელიც საქართველოს მთავრობამ აირჩია, ვერ მოაგვარებს საქართველოს პრობლემებს და ვერც ნატო-ში გაწევრიანებას დააჩქარებს. როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან თანამშრომლობის გაგრძელება. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ისწავლოს, რომ საქართველოს უმთავრესი მიზანი არის და უნდა იყოს არა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანება, არამედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დემოკრატიული და სტაბილური განვითარება.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის უმთავრესი ამოცანა არის სწორედ საქართველოს მთლიანობა. თუ ჩვენ არ გავმთლიანდებით და ჩვენი ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას ვერ შევძლებთ, ქვეყანა ვერ იქნება ვერც დემოკრატიული, ვერც ძლიერი და ვერც ეკონომიკურად ვერ დადგება ფეხზე. ამიტომ საუბარი მხოლოდ დასავლურ კურსზე და არაფრის კეთება, საქართველოს რეალურად არაფერს არ მოუტანს“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

მისივე თქმით, პრემიერის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არის 2008 წლის აგვისტოს ომის გაგრძელება, არის პირდაპირი გამეორება იმისა, რასაც ამბობს მიხეილ სააკაშვილი და პრაქტიკულად სააკაშვილის პოლიტიკის და ქმედებების გათეთრება, იმ ქმედებების გათეთრება, რომლებმაც 2008 წლის კატასტროფა მოიტანა.

ბურჯანაძის განმარტებით, ამ განცხადების გაკეთება პირდაპირ ნიშნავს რუსეთთან დიალოგზე უარის თქმას: „მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ამ განცხადებით ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი ხნით დახურა თავისთვის ნებისმიერი მოლაპარაკების შესაძლებლობა რუსეთის ხელისუფლებასთან და, შესაბამისად ეს შესაძლებლობა დაიხურა დღეს საქართველოსათვის. ეს კი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარებას ნამდვილად არანაირად არ წაადგება“.

ნინო ბურჯანაძის თქმით, დღეს საქართველოს ხელისუფლება ეჯიბრებანაციონალურ მოძრაობასიმაში, რომ კიდევ უფრო მაღლა ასწიოს ევროატლანტიკური დროშა და კიდევ უფრო მეტი მკვეთრი შეფასებები მისცეს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში. მისივე შეფასებით, გზა რომელიც ამ ხელისუფლებამ აირჩია, სამწუხაროდ ვერ მოაგვარებს საქართველოს პრობლემებს და ვერც ნატოში გაწევრიანებას დააჩქარებს, რაც თავისთავად აბსოლუტურად ილუზორულია და საქართველოს მოსახლეობის მოტყუებაა და ვერც ევროკავშირთან ურთიერთობებში დიდად ვერ დაგვაწინაურებს.

ჩვენთან საუბრისას, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ ნინო ბურჯანაზე რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებას ითხოვს, რადგან დღემდე არსებულმა დიალოგის ფორმატმა საკუთარი თავი ამოწურა. მისივე შეფასებით, სანამ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ გადაწყდება, საქართველოს ნატოში გაწევრიანება პრობლემატური იქნება.

ელემენტარულად, ვაშინგტონის ხელშეკრულებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არ მიიღება სახელმწიფო, რომელსაც მეზობლებთან ტერიტორიული პრობლემები აქვს. თავის დროზე, უნგრეთი იძულებული გახდა თავისი ტერიტორიის ნაწილი დაეთმო, რათა ნატოს რიგებში შესულიყო. თბილისის ოფიციალური პოზიციაა, რომ რუსეთს ჩვენი ტერიტორია ოკუპირებული აქვს, ამიტომ ალიანსში გაწევრიანების გზაზე დაბრკოლებები შეგვექმნება. აქ ძირითადი ხელშემშლელი რუსეთია და არა ჩვენი რეფორმების ნაკლებობა.

როდესაც ნინო ბურჯანაზე ამბობს, საკითხი ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოსო, იგულისხმება, რომ ამ თემაზე უნდა იყოს დისკუსიები, კონფერენციები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, პოზიციების შეჯერება, რაც ჩვენთან არ ხდება. ამიტომ, სუფთა პოლიტოლოგიურ-მეცნიერული კუთხით თუ მივუდგებით, ბურჯანაძე სიმართლეს ლაპარაკობს. ვერაფერს მივაღწევთ, თუ ამაზე თვალს დავხუჭავთ და მსჯელობას ტაბუს დავადებთ. რეალურად გვჭირდება ის, რაც დღევანდელი ხელისუფლების ოფიციალური პოზიციაა - ეს არის დასავლეთისკენ სვლა, ოღონდ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებით, რაც თავისთავად ბალანსის შენარჩუნებას გულისხმობს. ანუ, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი  ისეთს არაფერს ამბობს, რასაც ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება არ აღიარებს.

ფაქტია, რუსეთთან ურთიერთობა ვერ დალაგდა, ამიტომ ნინო ბურჯანაძე მოსკოვთან პირდაპირ მოლაპარაკებას თხოულობს; უფრო აქტიურ დიალოგს, რადგან აბაშიძე-კარასინის ფორმატმა თავისი რესურსი უკვე დიდი ხანია ამოწურა და ეს ყველასთვის ცხადია. მოლაპარაკების აბაშიძე-კარასინის დონეზე გაყინვა, რომლის მომავალი შეხვედრის თარიღიც კი არ არის დადგენილი, ჩემი აზრით, არაფრისმომცემია“, - ამბობს სოსო ცინცაძე.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია