მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თიბილოვი ცხინვალის რუსეთის ფედერაციაში პირდაპირი შესვლის განხილვას ითხოვს - 15 დეკემბერი 2014

„საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოითხოვოს“

myrights.ge

ოკუპირებული ცხინვალის .. პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, რუსეთსა და .. სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ სააგენტორესიიუწყება. თიბილოვის განცხადებით, ამ დროისთვის უკვე არსებობს მთელი რიგი წინადადებები მომავალ შეთანხმებასთან დაკავშირებით და ჩატარებულია კონსულტაციები რუს კოლეგებთან, კერძოდ კი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დსთ-, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის სამმართველოს ხელმძღვანელ ოლეგ გოვორუნთან.

გამოვედი ინიციატივით, რომ მომავალ შეთანხმებაში განხილული იყოს სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში პირდაპირი შესვლის შესახებ საკითხი, ვიდრე სხვა ფორმები იქნება შემოთავაზებული. არსებობს ქვეყნების პოლიტიკური თანაარსებობის სხვადასხვა ფორმა. ვფიქრობ, უახლოეს დროში მივიღებთ პასუხს ამ შეთავაზებაზე“, - აცხადებს თიბილოვი.

მისივე ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებას, სამართალდამცველი ორგანოების, მედიცინის, კულტურის, განათლებისა და ენის განვითარების საკითხებსაც. თიბილოვის ცნობით, მომავალ შეთანხმებაში შევა ასევე, რუსეთსა და .. სამხრეთ ოსეთს შორის სასაზღვრო რეჟიმის საკითხიც.

მოსკოვი-ცხინვალის მოლაპარაკებასა და მოსალოდნელ შედეგებზესახალხო ფრონტისთავმჯდომარეს, ნოდარ ნათაძეს ვესაუბრებით.

- პუტინს ამ საკითხშიც ავანტიურისტული გეზი აქვს აღებული და პირდაპირ ვა-ბანკზე მიდის. მას ამ ქვეყნად სხვა როლი აღარ დარჩა. ახლა რომ თქვას, გავჩერდებით და მეტს აღარ გავაკეთებთო, ვანკა ნერწყვში დაახრჩობს ან გენერალი მოკლავს. ამიტომ პუტინი მიდის ავანტიურაზე და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევა მსოფლიო და მსოფლიოს მოქმედება მეტ-ნაკლებად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევა საქართველოს ხელისუფლება. პუტინს გაბედვის მოტივაცია იმით აქვს, რომ დღეს საქართველოში მორჩილი ხელისუფლება ჰყავს, რომელიც მისი პირდაპირი მარიონეტი და მონაა. როდესაც საქართველოს ხელისუფლება ამ დონეზე დაჩოქილი არ იქნება, პუტინი ამდენს ვეღარ გაბედავს, სიტუაციის მთელი არსი ამაში მდგომარეობს. ჩვენი ტერიტორიული აღდგენის გზა რუსეთის დამარცხებაზე გადის, ვგულისხმობ მის გლობალურ დამარცხებას; ეს დამარცხება არ კმარა ჩვენი გამარჯვებისთვის, მაგრამ აუცილებელი არის.

- სადღეისოდ რუსეთის პრეზიდენტი წამსვლელია იმაზე, რომ თიბილოვის თხოვნა დააკმაყოფილოს და ცხინვალის რეგიონი რუსეთის შემადგენლობაში მიიღოს?

- პუტინი ყველაფერზე წამსვლელია, რადგან რუბიკონი დიდი ხანია გადალახული აქვს. ცოლს რომ გაეყარა, ეს იმისთვის გააკეთა, რომ თავისი ოჯახი დაიცვას იმისგან, რაც მას პირადად მოელის. სხვათაშორის, ძალიან საინტერესოა, რომ რუსეთის საინფორმაციო არხებში უკვე აშკარად შეიმჩნევა ტენდენცია, რომ პუტინი სხვაა და რუსეთი კიდევ სხვაგარდა ყველაზე ჩამორჩენილი და უკრიტიკო რუსისა, დანარჩენებმა უკვე იციან, რომ პუტინს მისი ქვეყანა დამარცხებისკენ მიჰყავს, უკიდურეს შემთხვევაში კატასტროფისკენ. ამიტომ ეს მასობრივი მხარდაჭერა, რომელიც მას აქვს, დიდხანს არ გაჰყვება; რუბლი ყოველდღიურად დაბლა მიდის, ამიტომ მისთვის პოლიტიკის შეცვლაც უპერსპექტივოა.

- ლეონიდ თიბილოვს საით მიყავს ცხინვალელი ოსები?

- თიბილოვს არაფერი აქვს დასაკარგი. ოსი-ალანები წარმოშობით მომთაბარე ხალხია, სხვის მიწაზე თავს ძალიან კარგად გრძნობენ და მის ათვისებას ესწრაფვიან. საქართველოშიც ამ წესით არიან მოსულნი. რუსებმა ამ მიზნით შემოიყვანეს, განსაკუთრებით მე-19 საუკუნეში. საბჭოთა პერიოდში ხომ კიდევ უფრო მასობრივად გადმოასახლეს. ამიტომ ისინი არაფერს კარგავენ, ეს არის ის, რაც მათ რეალურად უნდათ. იმის გათვლა, რომ რუსეთი მარცხდება, ოსებს არ შეუძლიათ. შედარებით ელიტას, რა თქმა უნდა, ძალუძს, ხოლო მასობრივ ადამიანს ამის პროგნოზირება ნაკლებად შეუძლია; ჟურნალი ეკონომისტი მას არ მისდის და ვერ კითხულობს. ინგლისურ გადაცემებს ვერ ისმენს, ამიტომ სჯერა, რომ რუსეთი ყოვლისშემძლეა. დაანგრევენ ქართულ ნაგებობებს, ეკლესიებს და სჯერათ, რომ ეს მათი მიწა იქნება. ეს რომ მოხდეს და პუტინმა ამაში გაიმარჯვოს, ამისთვის მოფლიოს დღევანდელი კურსი უნდა შეიცვალოს; ეს ალბათ არ მოხდება და პუტინი დამარცხდება. მანამდე, მისი პოლიტიკა ვითომ გამარჯვებაზე ორიენტაციით, მდგომარეობის ბოლომდე გამწვავებაა; მაგრამ რუსმა გენერალმა იცის, რომ დღეს დასავლეთთან ომს ვერ მოიგებს, ამიტომ ერთ-ერთი პერსპექტივა ის არის, რომ რუსული გენერალიტეტი პუტინს უბრალოდ მოიცილებს.   

- ამ ფონზე, როგორ უნდა მოიქცეს ქართული მხარე, რომ ცხინვალსა და აფხაზეთში ყველაზე უარესი სცენარი არ განვითარდეს?

- ჩვენი ხელისუფლება ძალიან ძლიერ იარაღს მხოლოდ იმის გამო არ იყენებს, რომ რუსეთის აგენტურაა. საქართველოს მთავრობამ თავისი სახელით მეცნიერულად დასაბუთებული განცხადება უნდა გააკეთოს, რომ ეს არის დიასპორა, რომელსაც არც ერთი ნორმით, ტრადიციით, პრეცენდენტით უფლება არ აქვს, რომ საქართველოს ტერიტორია მოითხოვოს. მას აქვს თავისი ქვეყანა ჩრდილოეთში, რომელიც მთლად ისტორიული სამშობლო არ არის, მაგრამ პრეტენდენტი არ ჰყავს, სადაც ნებისმიერ ფორმებში თვითრეალიზაცია შეუძლიათ. ხოლო საქართველოში ოსს არავითარი სხვა უფლება არ ეკუთვნის იმის გარდა, რაც აქ მცხოვრებ ყველა მოქალაქეს ერგება. ტერიტორიის მიმართ კი მას ვერანაირი პრეტენზია ვერ ექნება.

თუ მსოფლიოს ეს პრინციპი დაირღვევა, ანუ რომელიმე ეთნიკური ჯგუფის დემოგრაფიული წარმატება, სახელდობრ გამრავლება ჩაითვლება საფუძვლად, რომ შეიცვალოს მოცემული ტერიტორიის პოლიტიკური და მით უმეტეს, იურიდიული სტატუსი, ეს მთელ მსოფლიოში ყველა ეთნიკური ჯგუფის პანიკური შიშის სტიმულირება იქნება, ყველა სხვა ეთნიკური ჯგუფის დემოგრაფიული კეთილდღეობის წინაშე. მაშასადამე, სტიმული ეთნიკური წმენდისა და მისი მთავარი იარაღის, გენოციდისა. ეს არის საფუძველთ-საფუძველი და საქართველოს ხელისუფლებას თავისი უფებამოსილების მიხედვით შეუძლია ეს განცხადება ისტორიულად დაასაბუთოს და ისეთი ფორმა მისცეს, რომ მსოფლიო ვალდებული იყოს ეს ტექსტი წაიკითხოს და მხედველობში მიიღოს.

მეორე, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულიამ პირდაპირი, ახალი აგრესიული მუქარის წინაშე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოითხოვოს; ეს შევარდაძეს და სააკაშვილს არ გაუკეთებია, ესენი მით უმეტეს არ აკეთებენ. ამის არ გაკეთება კი ხელისუფლების მხრიდან პირდაპირი ღალატია.    

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია